ანდრია გვიდიანი- „თიბისი“ ბანკის მეანაბრეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ

ანდრია გვიდიანი- „თიბისი“ ბანკის მეანაბრეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ

access_time2019-01-11 18:15:00

„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენების პარალელურად საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - პრობლემები ხომ არ შეექმნებოდათ ბანკის მეანაბრეებს.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ფეისბუკ გვერდზე თიბისი ბანკის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბანკის ირგვლივ დაწყებული პროცესები მეანაბრეებს საფრთხეს არ შეუქმნის.



„ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მეტი წინდახედულობა და სიფრთხილეა საჭირო. სახიფათო თამაშმა შესაძლოა ძალიან ნეგატიურ პროცესებს დაუდოს საფუძველი, რაც მხოლოდ ერთ ბანკზე არ აისახება, არამედ დააზიანებს მთლიან საფინანსო სექტორს.


გამოძიების შინაარს რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან აქტიურად უნდა კეთდებოდეს განცხადებები, რომ დაწყებული გამოძიება ბანკის სტაბილურობას და მის მეანაბრეებს საფრთხეს არ უქმნის.


აუცილებელია ბანკის რეპუტაციის განადგურების და ნებისმიერი პანიკური ფონის პრევენციაზე მუშაობა, რასაც სამწუხაროდ ამ დღეებში ვერ ვხედავ,“
-წერს გვიდიანი.





8 იანვარს, როდესაც გაირკვა, რომ პროკურატურამ ბანკიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა საგანგებო განცხადება გაავრცელა რომლის მიხედვითაც,  „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.


„თიბისი ბანკი“ ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ეკონომისტები და ფინანსისტები აფიქსირებენ პოზიციას, რომ ხელისუფლება, დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საქმეს.


მარიამ ტიტვინიძე





რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up