ანდრია გვიდიანი: „სოკარი“ საცალო ქსელშიც ზრდის წილს და ამით იმყარებს მონოპოლიურ მდგომარეობას

ანდრია გვიდიანი: „სოკარი“ საცალო ქსელშიც ზრდის წილს და ამით იმყარებს მონოპოლიურ მდგომარეობას

access_time2016-05-05 14:00:42

აზერბაიჯანისა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობების შერყევის საფრთხეზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია `გაზპრომთან~ გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდასთან, დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. ამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ქვეყნებს, გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა, ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ნაწილში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ენერგეტიკული რესურსებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას. ამასთან, ამ ქვეყნებს თავისი წვლილი შეაქვთ  ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილშიც. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საუბრობს.

 

- აზერბაიჯანს და საქართველოს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ პოლიტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ რამდენად შეიცვალა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მას შემდეგ, რაც `ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლება `ქართულმა ოცნებამ~ ჩაანაცვლა?


- საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობა, ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური მიზეზებით არის გამოწვეული.


 ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, არ დაწყებულა არც `ნაციონალური მოძრაობის~ და არც `ქართული ოცნების~ ხელისუფლებების პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველომაც და აზერბაიჯანმაც სუვერენული ქვეყნების როლში დაიწყეს არსებობა, ბუნებრივია, გაჩნდა გარდაუვალი აუცილებლობები იმისა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს ერთმანეთში ახალი ურთიერთობები დაეწყოთ. უფრო მეტიც, ჩვენმა ქვეყნებმა 1996 წელს, რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომელიც განმტკიცებული იყო ურთიერთდახმარებისა და კეთილმეზობლობის პრინციპებით. 

 

კონკრეტულად სააკაშვილისა და `ქართული ოცნების~ ხელისუფლებების პერიოდებზე რომ ვისაუბროთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები თანამშრომლობაში არ არის. ეს ბუნებრივიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა, ქვეყნის სტრატეგიული მიზნები და ის პრინციპები დგას, რაც ამ ქვეყნებს შორის არსებობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საფუძველი ჩაეყარა ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობას, რამაც ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გააძლიერა პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობა. 


- ბოლო დროს ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციაზე სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, საინტერესოა, რამ გამოიწვია გაზის დამატებითი მოცულობების შესყიდვის აუცილებლობა?


- საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება ენერგორესურსებზე მოთხოვნაც. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება 2 მილიარდ კუბურ-მეტრზე მეტია და ქვეყნის გაზიფიცირების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. გარდა ამისა, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც და შესაბამისად, ელექტროენერგიის გენერაციის ნაწილში თბოსადგურების წილიც იზრდება, რაც ბუნებრივია გაზის მოთხოვნას ზრდის. ამასთან, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ავტომობილების ბუნებრივ აირზე გადაყვანა და ამ მხრივ, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა. თუ გადავხედავთ გაზის მოხმარების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ გაზის მოხმარება 2003 წლიდან 2015 წლამდე 2,7-ჯერ გაიზარდა. 



ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომელიც დღეღამეში დაახლოებით 1 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ზამთრის პერიოდში არსებობს ეგრეთწოდებული მოხმარების პიკური პერიოდები. შესაბამისად, აღნიშნული თბოსადგური ზამთრის პერიოდშიც იმუშავებს, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის წნეხს პიკურ პერიოდებზე.

 

ზემოთ ხსენებული საკითხებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასახელებული მიზეზები რეალურია და საქართველოს მთავრობის ბოლო დროინდელი მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, რეალურად ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებით იყო ნაკარნახევი. 


- როგორც ვიცით, დღეს საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე აზერბაიჯანული `სოკარია~. რამდენად იყენებს ეს კომპანია საკუთარ მონოპოლიურ მდგომარეობას და როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე?


- საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის დაახლოებით 90% აზერბაიჯანული გაზით მარაგდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, `სოკარი~ წლების მანძილზე გაზის სექტორში მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ეს კომპანია საცალო ქსელშიც აქტიურად უზრუნველყოფს ქსელის განვითარებას და გაზიფიცირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. აქედან გამომდინარე `სოკარი~ გარდა საბითუმო მოვაჭრისა, საცალო ქსელშიც საკმაოდ ზრდის თავის წილს და რა თქმა უნდა, ამით იმყარებს მონოპოლიურ მდგომარეობას.


ასევე, როდესაც მონოპოლიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ავტოგაზის ბაზარზე `სოკარი~ ერთადერთი საბითუმო მიმწოდებელია და თავად ფლობს საცალო ქსელის მნიშვნელოვან წილს. 2014 წელს `სოკარმა~ საცალო ქსელში კონკურენტებს მიწოდების ფასი გაუზარდა, ხოლო საკუთარ ქსელში საბითუმო ფასი შეამცირა. შედეგად, კონკურენტი კომპანიების გარკვეული ნაწილი გაკოტრდა და საცალო ქსელში "სოკარის" პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. მოგვიანებით, კომპანიამ ფასები საკუთარ ქსელშიც გაზარდა. ბუნებრივია, მსგავსი მონოპოლიური გადაწყვეტილებით დაზარალდა, ავტოგაზის ბაზარი და ქართველი მომხმარებელი. 


- საქართველომ და აზერბაიჯანმა  იაფი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. თქვენი აზრით რატომ დათანხმდა აზერბაიჯანი იაფი გაზის მოწოდებას და რამდენად უკავშირდება ეს ბაზრის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს?


- ბაზრის დივერსიფიკაცია და კონკურენტული გარემოს შექმნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს ახალ მომწოდებლებთან საუბარი და დივერსიფიკაციაზე ფიქრი. ენერგობაზარი საკმაოდ სპეციფიკურია, სადაც ხშირად ვხვდებით ბუნებრივ მონოპოლიებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულია ჯანსაღი კონკურენციის შექმნა, თუმცა, ბაზრის სწორად რეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია მიწოდების ნაწილში შეიქმნას კონკურენტული გარემო. არსებული რეგულირების წესების თანახმად, ბუნებრივი აირის სექტორში ქსელზე მესამე პირის დაშვება, სრულად დერეგულირებულია და გამომდინარე აქედან, რეალური კონკურენციის არსებობა მხოლოდ ახალი მომწოდებლების არსებობის შემთხვევაში მიიღწევა. 


ბოლოს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, კომპანია `სოკარმა~ მზადყოფნა გამოთქვა 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. გარდა ამისა, `სოკარსა~ და `რუსთავის აზოტს~ შორის, გარკვეული შეთანხმებაც შედგა, რომელიც ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასად მიწოდებას გულისხმობს. (როგორც ვიცით, აზოტის ქარხანა გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და მისი წლიური მოხმარება 300 მილიონი კუბური მეტრია).


პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ, ნათლად ჩანს, რომ `სოკარმა~ ფასების გადახედვა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ენერგეტიკის მინისტრის მონაწილეობით რუსულ `გაზპრომთან~ აქტიური შეხვედრები შედგა. შესაბამისად, `სოკარმა~ უკან დაიხია მაშინ, როცა მისი მონოპოლია საფრთხის ქვეშ დადგა.


გარდა `სოკარისა~, საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან მიიღოს და წლების მანძილზე საქართველო `გაზპრომისგან~ გარკვეული რაოდენობის ბუნებრივ აირს იღებდა. ასევე, არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ირანიდან, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის გავლით. უდავოა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციის ნებისმიერი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და მუდმივ რეჟიმში `ივაჭროს~ სხვადასხვა მომწოდებლებთან.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბაზრის დივერსიფიკაცია არ ნიშნავს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის წინაპირობას. ვფიქრობ, რომ გარდა ენერგეტიკული ურთიერთობისა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაცილებით ღრმა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ენერგეტიკული ურთიერთობების ნებისმიერი სცენარით განვითარების მიუხედავად არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები" 




„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...


მსგავსი სიახლეები

up