ანდრია გვიდიანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას

ანდრია გვიდიანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას

access_time2020-09-11 09:30:04

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას. ამასთანავე, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევობის თაობაზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ანგარიშით შარშანდელი თოვლივით გაქრა ცალკეული კონგრესმენების მიერ ლობისტური საქმიანობის შედეგად გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები.

„როცა კონგრესმენების წერილებზე ვაი-ვიში ტყდებოდა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის საფრთხეებზე საუბრობდნენ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიციები და არა ცალკეული ინდივიდების მოსაზრებები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას. ამასთანავე, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევობის თაობაზე.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, ფაქტი ერთია - საქართველო სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოების მყარი მხარდაჭერით, მათ შორის უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების.

ისე, როცა ამ ანგარიშს ვკითხულობდი აბრაამ ლინკოლნის უმაგრესი გამონათქვამი გამახსენდა, რომელიც ზუსტად მიესადაგება უსუსური ოპოზიციის საქმიანობას, მათ მიერ დადგმულ უნიჭო შოუებს და უსაფუძვლო ისტერიკებს - "შეიძლება, საზოგადოების ნაწილი მოატყუო სამუდამოდ, შეიძლება მოატყუო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ მთელი საზოგადოების სამუდამოდ მოტყუება შეუძლებელია ".

ანგარიშში წერია:


საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზვიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის;

საინვესტიციო დავების ნაწილში, სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არც ერთი არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ;

საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო საქართველოში;

სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია;

იქვე ხაზგასმულლია, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები;

ხაზგასმულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კორუფციასთან ბძოლის კუთხით, კერძოდ აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით აღკვეთა კორუფცია საჯარო სექტორში“, - წერს ანდრია გვიდიანი.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up