ანდრია გვიდიანი - „მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ საქართველო კორუფციისგან სრულად თავისუფალი ქვეყანაა“

ანდრია გვიდიანი - „მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ საქართველო კორუფციისგან სრულად თავისუფალი ქვეყანაა“

access_time2020-08-27 16:23:43

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის  მიხედვით, საქართველო 144  ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა.  ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის  წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა რეალურად ასახავს იმ მიღწევას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.


„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის.


მსოფლიო ბანკის კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, მოცემული კვლევის მიხედვით, 2012 წელს ქრთამის აღების და მოსყიდვის მაჩვენებლები 10%-ს უტოლდებოდა, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელი 1.4%-მდე არის შემცირებული. ეს სურათი,  რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

“ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიო ბანკმა მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად ჩალაგამოვლებული დატოვა და ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გაუბათილა, რომ თითქოს საქართველოში კორუფცია ყვავის. გასაგებია, რომ ოპოზიცია საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მოქმედებს, თუმცა როდესაც ცდილობ ბუზისგან სპილოს შექმნას, ადრე თუ გვიან ეს მცდელობა კრახით დასრულდება. წარმოიდგინეთ, 500-ზე მეტი ბიზნესი ანონიმურად გამოიკითხა, მათგან მხოლოდ 1.3% ამბობს რომ კორუფციის შემთხვევებთან ჰქონდა შეხება და ეს საკითხი მათთვის არსებით პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ოპოზიციამ ალბათ უკეთ იცის რა არის ბიზნესის პრობლემა და რა - არა. ახლა საინტერესოა რას იტყვიან, არ გამიკვირდება რომელიმე "ნაც მოძრაობის" წევრი გამოვიდეს და თქვას მსოფლიო ბანკი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდაო,” -განაცხადა ექსპერტმა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up