ანდრია გვიდიანი: ლევან ვასაძე ნამახვანჰესის ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს და საკითხს თავის ურაპატრიოტული მოტივებისთვის იყენებს

ანდრია გვიდიანი: ლევან ვასაძე ნამახვანჰესის ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს და საკითხს თავის ურაპატრიოტული მოტივებისთვის იყენებს

access_time2021-03-24 20:07:59


ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს.



ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ის ნამახვანჰესის საკითხს თავის ურაპატრიოტული მოტივებისთვის იყენებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის აბსოლუტურად მცდარი განცხადებები, რაც მისი მხრიდან მოვისმინე. აი, მაგალითად, ლევან ვასაძე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოს ინვესტორთან წამგებიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საბაზრო ფასზე ძვირად მოხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მოსაზრება, თითქოს ნამახვანის ენერგია უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია აბსოლუტურად მცდარია. კერძოდ, ნამახვანის ენერგიის ფასი 6.2 ამერიკული ცენტია. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს ფასი არ არის წლის საშუალო შეწონილი ტარიფი. ეს არის მხოლოდ 8 თვის ე.წ. ენერგეტიკული ზამთრის ტარიფი, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ნამახვანჰესის მიერ ენერგიის გაყიდვა ბაზარზე არსებული ტარიფების შესაბამისად მოხდება. რაც შეეხება საშუალო შეწონილ წლიურ ტარიფს, სხვადასხვა გათვლებით, ჰესის წლიური ტარიფი ოპერირების დაწყების წლისთვის დაახლოებით 4.91 აშშ ცენტი იქნება, - განაცხადა გვიდიანმა.




მისივე თქმით, ასევე არასწორია მოსაზრება, რომ იმპორტირებული ენერგიის ფასი უფრო მისაღებია, ვიდრე ადგილზე გამომუშავებული ენერგიის ფასი.

რაც შეეხება იმპორტირებული ენერგიის ტარიფებს, აქაც ძალიან არასწორი განცხადებები კეთდება და ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმპორტირებული ენერგიის სპეციფიკის და ფასების შესახებ. რეალურად ელექტროენერგიის იმპორტი სამი სხვადასხვა ტარიფით ხორციელდება. კერძოდ, დღის, ღამის და უქმე დღეების მიხედვით. ეს ფასები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. იმპორტირებული დღის ენერგიის ტარიფი შვიდ, რვა და ცხრა ცენტსაც სცდება ხოლმე. შესაბამისად, ნამახვანის გამომუშავებული 6.2 ცენტიანი ტარიფი სრულად ჩაანაცვლებს დღის მონაკვეთის უფრო ძვირიან იმპორტირებულ ელექტროენერგიას. მით უმეტეს, ნამახვანს საშუალება ექნება პიკურ პერიოდებში მიაწოდოს სისტემას ენერგია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იმპორტირებულ ენერგიაზე ფასები მზარდია, შესაბამისად, ვერ გვეცოდინება რა ვითარება იქნება რამოდენიმე წელიწადში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ იმპორტირებული ტარიფის შესახებ სპეკულაციები უნდა დასრულდეს, - განაცხადა გვიდიანმა.

რაც შეეხება 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიის გაყიდვის საკითხს, გვიდიანი თვლის, რომ ამ საკითხზე აპელირება ყველაზე დიდი უმეცრებაა.



ხშირად ვისმენთ, სრულაიდ არაადეკვატურ განცხადებებს, მემორანდუმის ვადის გავლის შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტზე გაყიდვის შესახებ. თითქოს 15 წლის შემდეგ საქართველო ვერ ისარგებლებს ნამახვანის გამომუშავებული ელექტროენერგიით და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე აპელირება ყველაზე დიდი უმეცრებაა და ვინც ამ საკითხს წინა პლანზე წევს, აბსოლუტურად არ ესმით როგორ ხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ ვერცერთი გენერაციის ობიექტი ექსპორტზე ვერ გაიტანს ენერგიას მაშინ, როცა ამ ენერგიის საჭიროება საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ექნება. ზოგადად, ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის ექსპორტის ნებართვას გასცემს დისპეჩერი, ანუ ანუ სახელმწიფო ელექტროსისტემა, მაშინ, როდესაც ქსელში ენერგიის სიჭარბე აქვს, ან როცა ადგილზე ენერგიის მოთხოვნა არ არის. ხოლო, როდესაც ენერგეტიკულ სისტემას ენერგია სჭირდება, დისპეჩერის გადაწყვეტილებით თითოეული გამომუშავებული კილოვატსაათი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში იქნება მიმართული, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up