ანდრია გვიდიანი - ინტერპელაციის დროს ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა

ანდრია გვიდიანი - ინტერპელაციის დროს ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა

access_time2019-05-31 18:10:32

ინტერპელაციის გზით პრემიერის პარლამენტში მისვლა და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, არის დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის შეფასებისას განაცხადა.


გვიდიანი დადებითად აფასებს პრემიერისა და მთავრობის სხვა წევრების პარლამენტში გამოსვლების გახშირებას.


რაც შეეხება, კონკრეტულად მამუკა ბახტაძის გამოსვლას და ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატების შეკითხვებს, ექსპერტის შეფასებით, ოპოზიცია „ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა”.



„ვფიქრობ, ბევრი საკითხი იყო ოპოზიციის მხრიდან იყო პოპულისტური და არასაგნობრივი დავა. ვფიქრობ, ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდა. უფრო მეტად ღია კარის მტვრევას ჰგავდა მათი მხრიდან იგივე საპენსიო რეფორმაზე, „თიბისი ბანკის” საკითხზე, საბანკო რეგულაციებსა და სხვა საკითხებზე.


მთავრობას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ყველაზე დადებითი მსოფლიო გამოცდილება არის გაზიარებული საქართველოში და შესაბამისად, ის რეფორმები, რომლებიც გაატარა ხელისუფლებამ, არის აპრობირებული ბევრ წარმატებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ვთვლი, რომ ოპოზიციის ბრალდებები არ იყო დასაბუთებული და მათ მიერ ხშირ შემთხვევაში ემოციურ ფონზე კეთდებოდა განცხადებები.


რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, მან ძალიან დასაბუთებულად უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ამომწურავი პასუხები გასცა ყველა შეკითხვას. მოსახლეობამ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ახალი ინფორმაცია”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.


1tv.ge






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up