ანდრია გვიდიანი: ენერგოკომპანიები, დიდი ალბათობით, დააყენებენ ტარიფის გაზრდის საკითხს და ეს სრულიად ლეგიტიმური იქნება

ანდრია გვიდიანი: ენერგოკომპანიები, დიდი ალბათობით, დააყენებენ ტარიფის გაზრდის საკითხს და ეს სრულიად ლეგიტიმური იქნება

access_time2020-12-25 15:40:00

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალია დღეს დარგში არსებული პრობლემების ფონზე. ზრდა უფრო მეტად იურიდიულ პირებზე აისახება, ვიდრე საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფზე.

მისივე თქმით, „ელექტროენერგიაზე ტარიფის ბოლო გადახედვის შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში და შესაბამისად ტარიფების გადახედვა გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, ენერგოკომპანიები, სემეკის უახლოეს სხდომაზე დიდი ალბათობით, დააყენებენ ტარიფის გაზრდის საკითხს და ეს სრულიად ლეგიტიმური იქნება“.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიები და მიიჩნევს, რომ არსებული ტარიფის გადახედვით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „ამას ემატება პანდემია, რომელმაც გააუარესა ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია და დაზარალდა ენერგეტიკის სექტორიც. ამდენად, კომპანიებს ესაჭიროებათ ახალი ტარიფები, რათა შენარჩუნდეს მოსახლეობის ელექტრომომარაგების საიმედოობა“, - ამბობს ანდრია გვიდიანი.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, აქ პირველ რიგში იგულისხმება ადგილობრივი გენერაციის განვითარება. ჩვენ ჰიდრორესურსების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხელი ეშლება ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას.


თუ ჩვენ გვინდა მდგრადი ენერგეტიკული სისტემა, თუ ჩვენ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, ამის ერთადერთი შესაძლებლობა შიდა რესურსების გამოყენება და ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა“, – აცხადებს ექსპერტი.
მისი გათვლებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, თუ ყოველწლიურად 3%–ით გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, 2030 წლისთვის საქართველოში მოთხოვნა 18,5 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, თუ მოხმარების ზრდის პარალელურად არ აშენდება ელექტროგენერაციის ახალი ობიექტები, მუდმივად მზარდი იქნება საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკის ჯაჭვის ისეთი რგოლის გამართული მუშაობისთვის, როგორიცაა სადისტრიბუციო კომპანიები.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up