ჩვენ გვაქვს მცირე, ღია ტიპის ეკონომიკა და მეტწილად ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა დამოკიდებულია რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, აქედან გამომდინარე, ის კლება, რომელიც პროგნოზების თვალსაზრისით არსებობს, მეტწილად დაკავშირებულია ჩვენ გახსნილობასთან - ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მოთხოვნა მომსახურების სფეროსა და ზოგადად სერვისებზე შემცირებულია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და მისივე განმარტებით, ამან გადაცემის მექანიზმით საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა
„ჩვენი საგარეო ვაჭრობის დიდი წილი მოდის საგარეო სავაჭრო პარტნიორებზე, მაგალითად თურქეთი, რუსეთი და ა.შ და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებში მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესის. გარდა ამისა, ტურიზმის წილი არის ძალიან მაღალი და ზოგადად მომსახურების სფეროს დიდი კონტრიბუცია აქვს ჩვენ ეკონომიკაში. შესაბამისად, მოთხოვნა მომსახურების სფეროსა და ზოგადად სერვისებზე შემცირებულია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, გადაცემის მექანიზმით ამან საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა“ - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
imedinews.ge