ანდრია ბასილაია: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

ანდრია ბასილაია: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

access_time2022-08-15 15:00:00

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი) გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, ამ ეტაპზე სისტემაში გარკვეული შეფერხება ფიქსირდება, შესაბამისად, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან.


„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



ამასთან, მერის მოადგილემ მოქალაქეებს მოუწოდა, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მერიის სპეციალიზებულ ცხელ ხაზს - 1399, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას მათ აღმოსაფხვრელად.


მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.


ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.







„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...


მსგავსი სიახლეები

up