ანდრია ბასილაია - სუფთა ჰაერი ჩვენს პრიორიტეტად რჩება

ანდრია ბასილაია - სუფთა ჰაერი ჩვენს პრიორიტეტად რჩება

access_time2021-09-16 12:30:00

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.


„სუფთა ჰაერი ჩვენთვის რჩება პრიორიტეტად. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები, შვილები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან მყისიერი შედეგები, დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება მასალების გადატანა-რეალიზაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ამტვერების შემცირების მიზნით, ქალაქში არსებული გრუნტის ბალახით ან მულჩით დაფარვას, ტყის აღდგენას, პარკების რეაბილიტაცია-მოწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობას, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.



პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული მიმართულება, რომელზეც 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დიდი სამუშაო გასწია.


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და უკვე მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ. შედეგი კი იქნება ის, რომ თბილისი უკვე ფართომასშტაბიანად გადავა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ნარჩენების გადამუშავების დაწყება. ეს ამოცანა უდგას ყველა თანამედროვე ქალაქს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რათა ეს დისკომფორტი შემცირდეს. გარდა ამისა, ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აუცილებლად დავხურავთ ძველ ნაგავსაყრელს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს „მიაგდეს““, - აღნიშნა მან.

ანდრია ბასილაიას თქმით, ყველა აღნიშნული ღონისძიების განხორციელებით, თბილისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე ქალაქი, ექნება მეტი სარეკრეაციო სივრცე, უფრო სუფთა ჰაერი და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up