ანდრია ბასილაია -კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისი პარკების ქალაქად იქცევა

ანდრია ბასილაია -კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისი პარკების ქალაქად იქცევა

access_time2021-09-16 12:40:00

კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მიზანი იქნება, რომ თბილისი პარკების ქალაქად ვაქციოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ პრობლემურ ადგილებში ახალი პარკები შეიქმნება.


„მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პარკები იმ ადგილებში, სადაც დღეს არის ხევი, პრობლემური ადგილები და ა.შ. წარმოგიდგენთ ცხრა ახალი პარკის პროექტს. გორგასლის ბულვარი მოეწყობა კრწანისის რაიონში, სადაც მიწის ქვეშ ჩავა საავტომობილო გზა, გაკეთდება კომერციული სივრცეები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ბულვარის მთავარი ხერხემალი იქნება ერთიანი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჩვენს ქალაქს დაამშვენებს. დიღმის ჭალებში სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანებაა, ეკოლოგიური პრობლემებია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, დიღმის ჭალები გადარჩება და მოეწყობა ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე. რაც შეეხება ზღვის უბნის პარკს, ეს არის პირველი ახალი სივრცე, რომლის მოწყობაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო. ჩვენ დაჭაობებული მიწა გამოვიტანეთ და დაახლოებით, ერთ წელში ის დამთავრდება. ორი ძალიან მნიშვნელოვანი საპარკე არეალია ვაზისუბნის პარკი და თბილისის ზღვის ბულვარი. ასევე, კარგი პროექტი გამოვა ე.წ სამხედრო ქალაქის პარკი. მოგახსენებთ თბილისის ცენტრალური პარკზეც, სადაც უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, შედეგად, ქალაქის შუაგულში საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარკი მოეწყობა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ დავიწყეთ გლდანის პატარა ტბის პროექტი, თუმცა, მალე ის სრულად მოეწყობა. ასევე, განხორციელდება ავჭალის პარკის პროექტიც,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



მისი თქმით, დედაქალაქში დარჩენილია ექვსი პარკი, რომელსაც კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


„დიღმის ტყე პარკი არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საპარკე არეალებს. მისი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, მაგრამ მას სრულად დავიბრუნებთ და განხორციელდება მისი რეაბილიტაცია. დენდროლოგიური პარკი - საუკუნის პროექტია. ეს, დაახლოებით, 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაა, რომლის პროექტირება დასრულდა და მომავალ წელს სამუშაოები დაიწყება. რაც შეეხება, ციციშვილის პარკს, ძნელია ამ ადგილს ახლა პარკი უწოდო. ეს შიდა კვარტალური ერთიანი სივრცეა და მისი რეაბილიტაციის შედეგად , ძალიან კარგი პარკი მოეწყობა. ვერის პარკი - ყველასთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი არეალია, კონკურსი გამოცხადებულია და მომავალ წელს დაიწყება კონკრეტული სამუშაოები. იგივე ითქმის სარაჯიშვილის ბულვარზეც, სამგორის პარკზეც, ამ ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up