ანდრია ბასილაია: ერთ-ერთი მიღწევაა, რომ  დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა

ანდრია ბასილაია: ერთ-ერთი მიღწევაა, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა

access_time2021-06-08 15:50:00

ერთ-ერთი მიღწევაა ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გახორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ანდრია ბასილაიას თქმით, გარდა არსებული პარკების რეაბილიტაციისა, ახალი საპარკე არეალები იქმნება.


„ნებისმიერ მწვანე სივრცეში დღის განმავლობაში სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს შეხვდებით. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მიღწევა. ჩვენ ახალ საპარკე არეალებს ვქმნით, რისთვისაც, ისევე, როგორც ევროპის დედაქალაქებში, თანამედროვე ზონირების პრინციპები გამოიყენება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


მისი თქმით, პარკების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მოსახლეობის ჩართულობა.



„ევროსაბჭოს დახმარებით შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას დიდი პარკების დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, კიკვიძის პარკში მერს ახალგაზრდებმა სკეიტ ზონის მოწყობა სთხოვეს, რომლის სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.


პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა როგორც რეაბილიტირებულ პარკებზე - ვასო გოძიაშვილის პარკი, მოსკოვის გამზირზე, ორკილომეტრიანი შუა ზოლი, ადამიანი და მზე, „დედაენის“ და „9 მარტის“ პარკები, მზიურის პარკი, ასევე მიმდინარე პროექტებზეც - ცენტრალური პარკი - ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მთაწმინდის ფერდის აღდგენა, ვარკეთილის ხევის, რიგის პარკის, თემქის ხევის და ვაკის პარკის რეაბილიტაცია.


„ვაკის პარკი ჩვენი ქალაქის ძეგლია. რამდენიმე თვეში დასრულდება სამუშაოები და მივიღებთ განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია მისი პირველადი სახე სრულად შენარჩუნდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


დასასრულს, თბილისის მერის მოადგილემ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა.


„ეს არ არის მხოლოდ იდეის დონეზე არსებული პროექტები, თითოეულ მათგანზე დიდი ხანია ვმუშაობთ, მათ შორისაა: დიღმის ჭალების პარკი, ვერის პარკის და თბილისის დენდროლოგიური პარკი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up