„ანდიტემპინგური კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით შიშები არსებობს, რადგან ქვეყანაში ბევრი კანონია, რომელიც მიღებულია და  არ მუშაობს“

„ანდიტემპინგური კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით შიშები არსებობს, რადგან ქვეყანაში ბევრი კანონია, რომელიც მიღებულია და არ მუშაობს“

access_time2019-09-11 11:00:41

„ანდიტემპინგური კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით შიშები არსებობს, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი კანონია, რომელიც მიღებულია და რეალურად, არ მოქმედებს,“– ამის შესახებ „კომერსანტს“ „მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა  ლევან სილაგავამ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, აუცილებელია კონტროლი და ყურადღების მიქცევა როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის და მედიის მხრიდან, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, დამტკიცების შემთხვევაში არ იქნეს გამოყენებული ვიღაცის მიერ არასწორად და არასასარგებლოდ. როგორც ცნობილია, კანონის აღსრულება კონკურენციის სააგენტოს  დაევალა.


სილაგავა აღნიშნავს, რომ ანტიდემპინგური კანონის განხილვაში მონაწილეობდა ყველა დარგი და ყველა ასოციაცია. შესაბამისად, ის მიღებულია კონსესუსის საფუძველზე. როგორც სილაგავა განმარტავს, ამ კანონის ირგვლივ მუდმივად ჩნებოდა კითხვები. კერძოდ,  ხომ არ შეაჩერებდა იმპორტს.


„მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის და ხარისხის კანონი. ჩვენ და ყველა ბიზნეს ასოციაცია  მის განხილვაში ვმონაწილეობდით და ეს არის ერთობლივი განხილვის შედეგად მიღებული კანონი. საკმაოდ მაღალი ევროპული სტანდარტის,“— აღნიშნავს სილაგავა.


მისი განცხადებით, კანონპროექტში დაფიქსირებული და გათვალიწინებულია ორივე მხარის (ადგილობრივი მწარმოებლები, იმპორტიორები) ინტერესები და  მასში საკმაოდ ბევრი ფილტრია ჩადებული.  


მაგალითად, არის იმისი შიში, რომ ამ კანონის აღსრულება ხომ არ გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლიების შექმნას. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიების დასაწყებად აუცილებელია ინდუსტრიის და არა ერთი კომპანიის მიმართვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის გამონაკლისი, კერძოდ, თუ კონკურენციის სააგენტოს დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით მოკვლევის დასაწყებად ერთი კომპანია მიმართავს, მას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უნდა ეკავოს.


„იმპორტიორების დასაცავი ძალიან ბევრი პროცედურებია. მათ შორის, როდესაც მთავრობა ხედავს, რომ კონკრეტულ დარგს უჭირს, არის მიმართვიანობა, მთავრობას შეუძლია  მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს გარკვეული პროდუქციის იმპორტი და დაიწყოს კვლევა. ამავდროულად, იმპორტიორი გააფრთხილოს, დაუწესოს კოეფიციენტი. თუ კვლევის პერიოდში  დამტკიცდა, რომ იმპორტი არ იყო დემპინგური, მათ კომპენსაცია მისცეს, “–აცხადებს სილაგავა.



მისივე განცხადებით, თუ დამტკიცდა დემპინგი ან ეჭვი გაჩნდა, შემომტანი ქვეყნების  საელჩოების ინფორმირებაც ხდება.


ხომ არ გამოიწვევს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ქართულ პროდუქციაზე ფასის ზრდას, სილაგავა განმარტავს, რომ ეს შეიძლება კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე, ძალიან მოკლევადიან პერიოდში მოხდეს.


„მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც არის რიგ შემთხვევაში დასაქმებული, ხოლო,  სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უმუშევარი. თუ ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება ეს კანონი სოციალურად ორიენტირებული არ მოგვეჩვენოს. თუმცა, ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ის, რომ დაუსაქმებელი დასქმებული გახდეს, ეს კი ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ვერ მოხდება. ადგილობრივი წარმოების გაქტიურებას და განვითარებას კი ანტიდემპინგური კანონის არსებობაც შეუწყობს ხელს,“–აცხადებს სილაგავა.


როგორც ცნობილია, პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება.


“ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნა ინიცირებული. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.


კანონის თანახმად, მოკვლევას კონკურენციის სააგენტო განახორციელებს, რომელიც რეკომენდაციის სახით წარუდგენს მთავრობას და უკვე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების შემოღებასთან დაკავშირებით.


ეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზემუშაობა, უმცა,მაშინ  პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ გასცდა. 

2017–2018 წლებში ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში არც მთავრობას შეუტანია და შესაბამისად ვერც პარლამენტი იმსჯელებდა.მაშინ „მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე“ ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებდა,რომ „ანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთვარობის ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა“.


ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო კონკრეტული კომპანიები თუ ბიზნესსუბიექტები ხშირად საუბრობენ ზარალზე, რომელსაც ისინი ბაზარზე ჭარბად არსებული უხარისხო და იაფფასიან საქონელთან კონკურენციით იღებენ. ზოგჯერ ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან,, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას და ა.შ. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც. მაგალითად,2018 წლის ბოლოს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთი ღუმელი გააჩერა და მეორის გაჩერებასაც გეგმავდა. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად, დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს.


ანტიდემპინგური კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა „ჰაიდელბერგცემენტიც“, რომელიც ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე უხარისხო ირანული პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის.


სოფო ქსოვრელი 




კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up