ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

access_time2021-01-18 16:20:26

ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. როგორც იდეის ავტორმა არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა კომერსანტთან ისაუბრა, ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე, ანუ მას კოტეჯის დანიშნულება ექნება. ასევე ეს კონსტრუქციები შესაძლებელია საგამოფენო ან კომერციულ ფართებად იქცეს.


„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს ტურისტული ცენტრი, სადაც თოთოეული ასო-ბგერა იქნება ტურისტისთვის ღამის გასათევი ადგილი, რომელსაც იქირავებს. ეს შეიძლება იყოს სტანდარული სასტუმროს ნომრის ტიპის ოთახი, სადაც უცხოელი ტურისტი თანხას გადაიხდის.  ასო ბგერის რამდენიმე ნაწილი შეიძლება ამ ფუნქციით დაიტვირთოს, რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს საგამოფენო პავილიონი და ა.შ. თითოეული ობიექტი მცირე ზომის არის, მაგრამ საკმაოდ ფუნქციური და შესაძლებელია სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს. სივრცე დაახლოებით უტოლდება 30-40 კვადრატულ მეტრს. პროექტში გათვალისწინებულია ანბანის 33-ვე ასო,“ - განმარტავს არქიტექტორი.




ანბანის ასოები განაწილებულია საქართველოს რუკის იმიტირებულ კონტურზე. ანუ, სივრცის ეს გარე კონტური იმეორებს საქართველოს რუკის ფორმას. ამასთან, ბილიკები ისეა განლაგებული, როგორც საქართველოს კუთხეები გამოიყოფა ერთმანეთისგან. ტურისტული ცენტრის მთლიანი ფართი 10 000 კვადრატულ მეტრს ითვალისწინებს.



„როგორც აჭარა, ქართლი,  კახეთი და სხვა კუთხეები გამოყოფილია ერთმანეთისგან, სწორედ ასევეა ამ სივრცეში ბილიკების განლაგება. პროექტის განხორციელების ადგილად ოპტიმალური იქნება თბილისი ან თბილისთან ახლომდებარე ტერიტორია, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტისთვის იყოს ეს  სივრცე ხელმისაწვდომი. დიდი დელეგაციებისთვის, რომლებიც თბილისს სტუმრობენ ხოლმე, ეს ძალიან კარგი ადგილი იქნება. 


აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ისტორიაზე, ქართულ დამწერლობაზე. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა რომ ვინმეს  შენობებად ექცია ჩვენი ქართული უნიკალური ანბანი. ფასადებზე, რომელიც შეიძლება იყოს  როგორც გალერეა, ასევე კომერციული ფართი, გვინდა რომ გარეთ მოსიარულე ადამიანებისთვისაც ამ სკვერში ეს ასო ბგერები იყოს ისტორიის მომყოლი. ამისთვის გამოვიყენეთ ფრაგმენტები ძირითადად აფხაზეთის ტაძრების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან. რადგან საქართველოში ჩამოსული ტურისტი აფხაზეთში ვერ მიგვყავს, ვიფიქრეთ, რომ ამ ფორმით გადმოვცეთ ინფორმაცია. ნებისმიერი სივრცე შეიძლება იყოს გამოყენებილი იყოს როგორც კოტეჯი, გალერეა, კვების ობიექტი ქართული სამზარეულოს დემონსტრირებისთვის და ა.შ.  პროექტზე „არტიტექის“ გუნდმა- ლევან ოთარაშვილმა და გიორგი ვოლსკიმ იმუშავეს. იდეა ცოტა ხნის წინ გავაჟღერეთ, მაგრამ უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესება შემდგომში მის რეალიზებასაც შეუწყობს ხელს,“ - ამბობს დადუნა შათაშვილი.





მარიამ მორგოშია




სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...


მსგავსი სიახლეები

up