ანაზღაურების ტარიფი, ბონუსების სისტემა და ლოდინის დრო - გლოვო ჯერჯერობით მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის

ანაზღაურების ტარიფი, ბონუსების სისტემა და ლოდინის დრო - გლოვო ჯერჯერობით მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის

access_time2021-02-10 10:00:18

ანაზღაურების ტარიფი, ბონუსების სისტემა და ლოდინის დრო ეს იმ მთავარი საკითხების ჩამონათვალია, რის გამოც „გლოვო“-ს კურიერების ნაწილმა გასულ კვირას სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. ასზე მეტი კურიერი მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ამბობდნენ, რომ კომპანია სატარიფო პირობებს პერიოდულად აუარესებდა, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება მცირდებოდა, სამუშაო პირობები კი უარესდება. განახლდება თუ არა კურიერების პროტესტი დღეს გახდება ცნობილი, გლოვერები კომპანიისგან პასუხს ელოდებიან - მოხდება თუ არა იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რომლებიც მათ სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს.

 

ასეთი ერთობა როგორიც ახლაა, კურიერებში არასდროს ყოფილა“ - გვეუბნება ერთ-ერთი კურიერი გიორგი ჩხეტიანი. გლოვერი აცხადებს, რომ ანაზღაურების ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, თუმცა მისი თქმით, კურიერებს აინტერესებთ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანია რას აპირებს. გიორგი ჩხეტიანის განცხადებით, თუ მათთვის რაიმე პირობა მისაღები არ იქნება კურიერების პროტესტი ისევ განახლდება.

 

„ვიცით რა შემოსავალი აქვს კომპანიას, ადრე რას იხდიდა კილომეტრაჟში და ახლა რა გამოდის საშუალოდ ერთი შეკვეთა. 12 საათი გარეთ, რომ ხარ და ყველა ტვირთი შენ გაწვება კომპანიას მეტის გადახდა შეუძლია. ფიქსირებული ტარიფის, ორი ლარის შემდეგ, ყოველ დამატებით კილომეტრზე ისევ 40 თეთრს გადაიხდიან. კილომეტრაჟსაც ამ დღეებში ასე თუ ისე სწორად ითვლიან, გვეუბნებოდნენ, რომ პროგრამული ხარვეზი იყო, თუმცა შიში გვაქვს, რომ ისევ არევენ. ასევე ვითხოვდით მოლოდინის დარეგულირებას, რადგან ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ობიექტთან ნახევარი საათი ლოდინი. ამ პრობლემის მოგვარება კომპანიას მარტივად შეუძლია. მაგალითად, როცა ობიექტს 40 წუთი სჭირდება ხინკლის მოსამზადებლად, შეკვეთა პირველად მათთან უნდა შევიდეს და ნახევარ საათში ჩემთან, 10 წუთი საკმარისი ობიექტამდე მისასვლელად. ჩვენი ეს მოთხოვნები ეტაპობრივად უნდა დააკმაყოფილონ, რადგან ასეთი ერთობა როგორიც ახლა, კურიერებში არასდროს ყოფილა. ჩვენთვის, თუ რაიმე არ იქნება მისაღები ისევ გავაპროტესტებთ. თავდაპირველად ციფრებით მანიპულირებდნენ და რეალურად ჩვენ შემოსავალი ისეთი არ გვექნებოდა რაც ახლა გვაქვს, თუმცა ჩვენი მოთხოვნები დავტოვეთ და ანაზღაურების ტარიფი იმ საღამოსვე გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი ჩხეტიანი.

 


მთელი დღის ქუჩაში ატარებს კიდევ ერთი კურიერი გიორგი მელაძე. შემცირებული ტარიფი მიუღებელი იყო მისთვისაც. გლოვერი აცხადებს, რომ მათი შრომა კომპანიის მხრიდან დაფასებული უნდა იყოს, რათა კურიერებს მუშაობის მოტივაცია ჰქონდეთ.

 

„ძირითად საქმეს კურიერები ვაკეთებთ, სწორედ ამიტომ რაც უფრო მეტი კარგი სიახლე იქნება და რაც უფრო მეტ კომფორტს შეგვიქმნიან ყველა კურიერი უფრო მეტი შემართებით იმუშავებს. დაკლების ნაცვლად უნდა მოემატებინათ ტარიფები, რათა კურიერებს მუშაობის მოტივაცია გვქონდეს. გვინდა, რომ ჩვენი პირობები უკეთესობისკენ შეიცვალოს. ისეთს არაფერს ვითხოვთ, რომ ვერ შეასრულონ. ჩვენი მუშაობა მათთვის ღირებული უნდა იყოს, 12 საათი ქუჩაში ვართ,  წვიმაში და ქარში მინიმალურ თანხაზე დავდივართ, დაზღვეულები კი არაფრისგან ვართ“, - განაცხადა გიორგი მელაძე.

 

ასზე მეტი კურიერისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ „გლოვოში“. კომპანიაში აცხადებენ, რომ კურიერების შრომითი პირობები და უფლებები მათთვის მნიშვნელოვანია. ამბობენ იმასაც, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს გლოვერების მიერ წინა კვირაში გაჟღერებული მოთხოვნები ისე, რომ კომპანიის ინტერესები არ დაზიანებულიყო. „გლოვოს“ კომენტარს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„გლოვოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი ობიექტებისა და პარტნიორი კურიერების კმაყოფილება, მათ სამუშაო პირობებზე, გამომუშვებასა და სხვა ბენეფიტებზე ზრუნვა. Glovo იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უზრუნველყო პარტნიორი კურიერებისთვის მოსახერხებელი კორპორატიული დაზღვევის შეთავაზება, მათ შორის Covid19-ის დაზღვევა, რომელიც მკურნალობის ხარჯებისა და სხვა ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ჩვენ ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა გლოვერების მიერ წინა კვირაში გაჟღერებული მოთხოვნები ისე, რომ არ დაგვეზიანებინა კომპანიის ინტერესები და კონსტრუქციული დიალოგის შედეგად შეთანხმებამდე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც Glovo-ს აპლიკაცია თავის პარტნიორ კურიერებს ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე მეტის გამომუშავების საშუალებას აძლევდა, მაინც გადაიხედა და განახლდა ტარიფების სტრუქტურა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს გლოვერების გამოცდილებაზე აპლიკაციასთან კავშირისას. Glovo ყოველთვის მზად არის მიიღოს უკუკავშირი პარტნიორებისგან და მასზე შესაბამისი, სწორი რეაგირება მოახდინოს“, - განმარტავენ კომპანიაში.



თეგები:
გლოვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up