ანატოლი ბიბილოვი -  ვიდრე ქართული მხარე უკანონო საგუშაგოს არ მოხსნის გზა არ გაიხსნება

ანატოლი ბიბილოვი - ვიდრე ქართული მხარე უკანონო საგუშაგოს არ მოხსნის გზა არ გაიხსნება

access_time2020-01-17 16:36:20

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.


რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას ცხინვალი დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.


„და თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა , - განაცხადა პრეზიდენტმა.


ipn.ge





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up