,,ანასეულის ჩაის“ წარმოება 40%-ით შემცირდა

,,ანასეულის ჩაის“ წარმოება 40%-ით შემცირდა

access_time2021-11-04 14:00:53

ოფიციალურად დადასტურებული მზარდი ექსპორტის ფონზე ჩაის მწარმოებლები საპირისპირო ტენდენციაზე საუბრობენ. შპს ,,ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკაში“ პანდემიური პროცესის გავლენას მძიმედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემცირდა როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბიო ჩაის წარმოება. შესაბამისად, კომპანიის სამომავლო გეგმაც პანდემიამ თავდაყირა დააყენა. ჩაის ფაბრიკის დირექტორის გიორგი ხუჭუას თქმით, ერთჯერადი ჩაის წარმოების 20%-იან ზრდას გეგმავდნენ, თუმცა ტენდენცია საპირისპიროდ შემობრუნდა.

,,კორონავირუსმა მძიმე რეალობის წინ დაგვაყენა. წარმოების ზრდას ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. მოთხოვნა არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა, მაგრამ ბიზნესი მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. სერიოზული პრობლემის წინ აღმოვჩნდით მწარმოებლები, ეს მხოლოდ ერთი კომპანიის გასაჭირი არ არის, ანალოგიური მდგომარეობაა წარმოების უმეტეს ნაწილში. ჩვენ ,,ანა ბატონიშვილის“ ბრენდით როგორც მწვანე, ასევე შავ ჩაის ვაწარმოებთ. 40%-ით შეგვიმცირდა წარმოება და შესაბამისად, ექსპორტზეც დიდი პრობლემა შეგვექმნა. ცვლილება შეეხო ბიო ჩაისაც, რომლის წარმოებაში ამ ეტაპზე 30%-იანი კლებაა, წინა წელთან შედარებით. ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი ხუჭუა.

ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ამ ეტაპზე ფაბრიკის დირექტორი გაზის გადასახადის ზრდას მიიჩნევს, რის გამოც უახლოეს მომავალში ფასების კორექტირება იგეგმება.

,,გაზის გაძვირებამ ახალი თავსატეხი გაგვიჩინა, სამწუხაროდ, ფასების გადახედვა მოგვიწევს. ზუსტად რა მაჩვენებლით, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. სავარაუდოდ, ცვლილება არ იქნება უმნიშვნელო, რადგან გაზის ტარიფს თვითღირებულების საკმაოდ დიდი ნაწილი - 25% უჭირავს. ხარჯი საგრძნობლად გაგვეზრდება და წარმოება იძულებული ხდება, ამ პროცესს ფასების ზრდით დაუპირისპირდეს, სხვა გამოსავალი არ გვრჩება“, - ამბობს გიორგი ხუჭუა.

შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა” ოზურგეთში მდებარეობს. ფაბრიკა 60 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობს, საიდანაც 10 ჰექტარს ორგანული წესით უვლიან. პანდემიამდე კომპანია წელიწადში 10 ტონამდე ბიო და 70 ტონა ჩვეულებრივ ჩაის აწარმოებდა.

ფაბრიკა საკუთარი პლანტაციებიდან მოწეული ნედლეულის გარდა, მოსახლეობისგან ჩაბარებულ ჩაის ფოთოლსაც ამუშავებს


რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე 100 გრამი ჩაის საშუალო ღირებულება 6 ლარამდეა.

პროდუქციის ძირითადი წილი - 70% ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში (ჩეხეთში) იყიდება, 30% კი ადგილობრივ ბაზარზე.
 ადგილობრივი წარმოების პრობლემის ფონზე ექსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკა საეჭვოდ გამოიყურება. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 3.5 მლნ დოლარის ღირებულების 1 645.5 ტონა ჩაი გავიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ჩანს, რომ წელს ჩაის საექსპორტო მოცულობა 7.3%-ით ანუ, დაახლოებით, 113 ტონით გაიზარდა, თუმცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზებული პროდუქტის ღირებულება მცირედით 0.5%-ით შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საკვები პროდუქტების ქვე-ჯგუფი - ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 %-ით არის გაძვირებული.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 %  შეადგინა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up