ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება - პროექტი ჯერ კიდევ არ მომზადებულა

ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება - პროექტი ჯერ კიდევ არ მომზადებულა

access_time2020-10-06 16:00:13

მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა 2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფმა“ შეისყიდა. მაშინ საუბრები იყო იმაზეც, რომ ელექტრონული აუქციონი წლის ყველაზე არახელსაყრელ და არასამუშაო პერიოდში, საახალწლო არდადეგების დროს გაიმართა და ვიღაცას სურდა, რომ ამ აუქციონს სწრაფად და შედარებით გაუმჭვირვალედ ჩაევლო.


9 თვის შემდეგ,  „კომერსანტი“ კვლავ დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს ანანოვების მამულის მეპატრონეს და რა თანხის ინვესტირებას გეგმავს ის სასახლისთვის იერსახის შენარჩუნება-აღდგენაში და ტურისტული ფუნქციის დაბრუნებაში?როგორ იმოქმედა პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა რეაბილიტაციის გეგმაზე და როდის დაუბრუნდება იმერეთის მხარეს განახლებული ანანოვების სასახლე?

 

„პანდემიამ, ანანოვების სასახლის რეაბილიტაციაც შეაფერხა. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები და ხემცენარეების შეწამვლა. ტერიტორია თითქმის დაფარული იყო ეკალბარდებით. მოწესრიგდა სასახლის საწვიმარი და სანიაღვრე სისტემები, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ტერიტორიის საბოლოო არქიტექტურულ პროექტზე. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება. გეგმაში გვაქვს სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განვითარევბა, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც საბოლოო პროექტი მზად გვექნება,“ - განმარტავს „ინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით კობახიძე.


კობახიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ პროექტის მზადებაში კვალიფიციური არქიტექტორების, დიზაინერებისა და რესტავრატორების გუნდია ჩართული, რომლებიც სასახლეს ახალ სიცოცხლეს შესძენენ და ისტორიულ ღირებულებას შეუნარჩუნებენ. კომპანიის დირექტორი ამბობდა, რომ დიზაინისა და კონცეფციის მათეულ ხედვებს საზოგადოებას ძალიან მალე წარუდგენენ.



შენობა, სადაც საბჭოთა პერიოდის დროს ჯერ საბავშვო ბაღი, შემდეგ კი სასტუმრო ფუნქციონირებდა, ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შპსინვესტ ჯგუფისრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ იმერეთის რეგიონს ეს სასახლე ისტორიული იერსახით დაუბრუნდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ტურისტულ ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებით, ამ სასახლის შესყიდვა პირველი ნაბიჯი იყო, ვეცდებით, რომ ტურისტებისთვის ვარციხე საინტერესო და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილად ვაქციოთ“, - აცხადებდნენ კომპანიაში.

 

ანანოვების სასახლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სარეკრეაციო ზონა და საგამოფენო თუ დასასვენებელი სივრცეების მოწყობა იგეგმება.  როგორც კობახიძე „კომერსანტს“ უყვება, პირველადი გათვლებით, კომპლექსში დაახლოებით 30-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

 

„კომპანია სრულად შეასრულებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, სასახლეში 6 ნომრიან სასტუმროს, ტერიტორიაზე კი ტურისტულ ცენტრს, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცეს, რეკრეაციულ ზონებსა და სპორტულ მოედანს მოაწყობს. რაც შეეხება დამატებით სხვა ინფრასტრუქტურას, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო სასტუმროს ბრენდთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან თანამშრომლობით. რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები და მიიღება თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ 4 მილიონ ლარს აღემატება, რეალურად ამ ტერიტორიისა და სასახლის კეთილმოწყობისთვის ბევრად მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება“, - განმარტავს დავით კობახიძემ.

 

„კომერსანტი“ ასევე გიყვებოდათ, რომ 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადავიდა. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ნინო ლორთქიფანიძეა ბიზნესმენ დუგლაძეებთან დაკავშირებული. კომპანიის დირექტორი დავით კობახიძე აცხადებს, რომ შპს „ინვესტ ჯგუფი“ დამოუკიდებელი კომპანიაა და ის არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სხვა ბიზნეს ჯგუფთან, მათ შორის, არც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან.

 

შეგახსენებთ, რომ იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლის გასაყიდად საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ისტორიული ნაგებობა კი 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა შეიძინა. ანანოვების მიერ აგებული შენობა,  თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა.  მოგვიანებით,  ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up