ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ გაიმართა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ გაიმართა

access_time2022-06-08 11:35:20

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ გაიმართა.


ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის” მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი, ხოლო დისკუსიის მომხსენებლები გახლდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.


დისკუსიაში მონაწილეობისას ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აღნიშნა, რომ საქართველო არის ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაწილი და ამას პასუხისმგებლობით ასრულებს. მისი თქმით ინდივიდუალურ დამატებით სანქციებს საქართველო თვითონ არ აწესებს, იმიტომ, რომ სანქციების შემოღების მთავარი მოტივაცია და პრინციპი ყველა იმ ქვეყნის მხრიდან რომელმაც შემოიღო იყო ის, რომ ამით უნდა მოხდეს სანქცირებულის უფრო მეტად ზიანი, ვიდრე მასანქცირებელის.


„იმ შემთხვევაში თუ საქართველო ინდივიდუალურ სანქციას შემოიღებს მას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს და ჩვენი ზიანი უფრო მეტი იყოს, ვიდრე დავუშვათ სანქცირების პირობებში სანქცირებულის. ამიტომ ეს არის აპრიორი პრინციპი, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან შემოღებული, რომელსაც ყველა ქვეყანა ღიად აცხადებს: რა თქმა უნდა სანქცირება მასანქცირებელსაც აზიანებს ხოლმე, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ვისზე უფრო მეტად მოქმედებს ის და შესაბამისად იქნება თუ არა იმ შედეგის მომტანი რა მიზნითაც ამ სანქციების შემოღება ხდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


დავითაშვილმა საქართველოს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებთან დამოკიდებულებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აუცილებელი დივერსიფიცირების მისაღწევად საქართველოს ღია გახსნილი ეკონომიკა აქვს და რეგიონის სხვა ეკონომიკებთან მნიშვნელოვანი კავშირები გააჩნია.


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად არსებულ ინფლაციასა და გამოწვევებზე, ასევე აღნიშნა, რომ 3 თვეზე მეტია, რაც სანქციები არსებობს და მისი დარღვევის შემთხვევა ჯერ საქართველოში არ დაფიქსირებულა.


„რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში უპირველესი გამოწვევა ინფლაციაა და ეს არის ერთგვარი ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად. მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ 3 თვეზე მეტია არსებობს სანქციები და ჩვენს ქვეყანაში მათი ზედმიწევნით აღსრულება ხდება. არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარება მომხდარიყო. საბაჟო ორგანო აკონტროლებს, როგორც ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით, ასევე აკონტროლებს ექსპორტის და რეექსპორტის მიმართულებებს. ბუნებრივია, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო ძალიან კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. დაახლოებით 90 ოპერაციაზე მეტის შეჩერება მოხდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ყოფილიყო გარკვეულწილად სანქცირების წესის დარღვევა. თითოეულ ამ ოპერაციაზე ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები, საიდანაც ხდება აღნიშნული ტვირთის გამოგზავნა საქართველოს გავლით. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანომ ძალიან მოკლე დროში მოახდინა რეორგანიზაცია იმისთვის, რომ ეფექტიანად მომხდარიყო თითოეული ოპერაციის კონტროლი, როგორც ადამიანური რესურსების მიმართულებით ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით.ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები იმ პროცესზე რასაც ჰქვია ქვეყანაში საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულება,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისათვის პრაქტიკული რჩევების შესახებ ისაუბრა. მან გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ რას უნდა აქცევდნენ ყურადღებას ბიზნეს სუბიექტები, რომ არ გაეხვიონ სანქციების მავნე ზემოქმედების ქვეშ.



„გამოვყოფდი სანქციების სამმიმართულებას, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის. პირველი, ფინანსური და მასთან გათანაბრებული აქტივები, საკუთრებასთან და მასთან დაკავშირებული კონტროლის თემები და გეოგრაფიულ წარმომავლობასთან დაკავშირებული მიმართულებები. აღსანიშნია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში სანქციების ამოქმედება ხდება დროში შესატყვისი თადარიგის დაჭერის გარეშე ან ისეთი თადარიგით, რომ მათთან მისასადაგებლად კომპანიებს საკმარისი დრო არ რჩებათ. ეს კი ადამიანურ დიდ რესურსსა და გამორჩეულ კომპეტენციას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანი ხდება რიგ შემთხვევებში მარეგულირებლის განმარტება, იმისათვის რომ კომპანიები არ დაექვემდებარონ სანქცირებას.დამატებით, გარიგების წარმოებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ არა მარტო რეგულატორული რისკები, არამედ კომერციული და რეპუტაციული რისკები. ამა თუ იმ გარიგების წარმოებას, თან უნდა სდევდეს ზოგადი გეოპოლიტიკური ანალიზიც, დეტალურად უნდა მოხდეს კონკრეტული გარიგების კონკრეტული მდგენელი რისკების განსაზღვრა: როგორ მოხდება ანგარიშსწორება, რომელი ბანკების მეშვეობით,ვინ გაწევს სადაზღვევო მომსახურებას ვინ არიან სხვა მოქმედი სუბიექტები და სხვ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან რომელიღაც საფეხურზე, გარიგებაში თუნდაც მცირე როლის მქონე მონაწილე სუბიექტმა შეიძლება განაპირობოს გარიგებაზე სანქციების გავრცელება. ასევეუნდა გამოიკვეთოს თუ რა არის გარიგების მმართველი კანონმდებლობა და სასამართლო განსჯადობის საკითხი. აუცილებლად გასათვალისწინებელია, აგრეთვე, თუ როგორ იქნება ფორმულირებული ორი მნიშვნელოვანი დებულება- ერთი ფორსმაჟორთან დაკავშირებული და მეორე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საბოლოო საფეხურია ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმი. აღნიშნული ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხდება რისკების დაზღვევა ან მათი სათანადოდ მართვა“,  განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


ვიქტორ ყიფიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. მეორად სანქციებზე, რომელსაც მან წარმოებული სანქციები უწოდა და განმარტა, რომაშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ შესაძლოდ გარკვეულ ეტაპზე ამოქმედებულიე.წ. მეორადი სანქციების დანიშნულება იქნება იმ მექანიზმების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, რაცუკვე დაწესებული სანქციებიდან თავის არიდების შესაძლებლობას არ მისცემს სუბიექტებს. თუმცა დასძინა, რომ მეორადი სანქციების დამტკიცების მოწინააღმდეგეების არგუმენტების მიხედვით მათი ამოქმედება მეტად საკამათოა, ვინაიდან ეს უავშირდება ზოგადპოლიტიკურ საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობაში ქვეყნების საჭირო დამოუკიდებელი კურსის უზრუნველყოფას.


გიორგი აბაშიშვილმა შეჯამებისას აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან იმისთვის, რომ მოხდეს მათი მეტად ინფორმირება.


„დამჩა შთაბეჭდილება, რომ კიდევ უფრო მეტად არის კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან და ეს იგრძნობოდა ყველა სპიკერის გამოსვლაში. შესაბამისად, მიმაჩნია რომ მეტი პერსპექტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამ მიმართულებით,“-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.


„ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის, სადისკუსიო ანალიტიკური ფორმატის - „კომერსანტის“ კვლევითი ინიციატივის - Commersant Intelligence Unit“ ფარგლებში,ონლაინ დისკუსიათა სერია კვლავ გაგრძელდება დააქტუალური საკითხების განხილვა მომავალშიც გაიმართება.


ონლაინდისკუსია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3NZ3a3j





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up