ანალიტიკოსის აზრი: რატომ ვერ გაიმეორებს სომხეთი საქართველოს წარმატებას ტურიზმში?

ანალიტიკოსის აზრი: რატომ ვერ გაიმეორებს სომხეთი საქართველოს წარმატებას ტურიზმში?

access_time2019-01-11 20:00:01

ტურისტულ ინდუსტრიაში საქართველოს შთამბეჭდავი წარმატებების გამეორება სომხურ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით შეუძლებელია - მიიჩნევს საერთაშორისო საკითხების ერევნის ინსტიტუტის დირექტორი სტეფან საფარიანი.


„მეზობელ საქართველოში ტურიზმის ყოველწლიური ზრდა არის მიზეზების და ფაქტორების კომპლექსის შედეგი - მათ შორის ერთ-ერთია ქვეყნის ფასეულობები, ლიბერალური თავისუფლებები და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. არასპეციალისტებისთვისაც კი ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, სომხეთს შეუძლია დაიკვეხნოს მხოლოდ სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ეს არაა საკმარისი“ - თვლის ექსპერტი.


მისი აზრით, პრობლემას ქმნის ის, რომ სომხების ცნობიერებაში არის უამრავი ფილტრი და კომპლექსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი.



„სომხეთში არ უნდა ჩამოვიდნენ გეები, ცუდად ჩაცმულები და ფეთხუმები, ტურისტებს არ უნდა ეცვათ მყვირალად, ჩვენთვის უჩვეულოდ, და გამომწვევად, ისინი არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში მთვრალები. აქედან გამომდინარე, ჩვენთან არ უნდა ჩამოვიდნენ ტურისტები ინდოეთიდან, ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ევროპა-ამერიკიდანაც კი. ჩნდება კანონზომიერი კითხვა - მაშ ვინ უნდა ჩამოვიდეს, ვისი ხილვა გვსურს სომხეთში, სად მოვძებნოთ ტურისტები, რომლებიც დახარჯავენ ჩვენს ქვეყანაში ფულს და ამავე დროს შეეფერებიან ჩვენს წარმოდგენებს მორალზე?“ - ამბობს საფარიანი.


სწორედ მსგავსი ფილტრების და შეზღუდვების არარსებობა გახდა საქართველოს ტურისტული წარმატების ერთ-ერთი საწინდარი - გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური, და კომუნიკაციური ფაქტორების.


„საქართველოში არ არსებობს „არასასურველი“ ტურისტის კატეგორია. სწორედ ასე იქცევიან ყველა მოწინავე ტურისტულ ქვეყნებში, რომლებიც ეგუებიან ჩამომსვლელ სტუმართა მრავალფეროვნებას, და ხშირ შემთხვევაში, უჩვეულობას. სომხები კი კვლავ ვრჩებით უკიდურესად ჩაკეტილ ერად, რომელსაც გააჩნია რაღაც განსაკუთრებულობის შეგრძნება. ამიტომაც ვერ ვეგუებით ტურისტებს, რომელთა გარეგნობა და საქციელი ეწინაამღდეგება სომხურ წარმოდგენებს. არადა, ნებისმიერ მოვლენას მოაქვს არა მხოლოდ ფული და მოგება, არამედ არასასურველი მოვლენებიც - მაგალითად, ტურისტული ქალაქები ყოველთვის უფრო მეტად ნაგვიანდება. სომხებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა - ტურიზმის და სახელმწიფოს განვითარება, თუ საკუთარი გამორჩეულობით დაუსრულებელი ტკბობა“ - თვლის ექსპერტი.


http://arminfo.info/



თეგები:
ტურიზმი



"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up