ანალიტიკოსი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია

ანალიტიკოსი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია

access_time2021-09-23 18:00:00

„ნამახვანჰესის“ მაგალითიდან ცხადია, რომ არამხოლოდ ენერგო სექტორში, არამედ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური პროექტის განხორცელება დიდი რისკია, – „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი, ბაქარ ფალავანდიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას აფასებს.


მისი თქმით, აღნიშნული პროექტის შეწყვეტა თავისთავად ზიანის მომტანი იქნება ბიზნესისთვის და საინვესტიციო კლიმატისთვის.


„თუ ინვესტორი ქვეყანა დაიწყებს საარბიტრაჟო დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ საქართველოს შეიძლება დაეკისროს პირდაპირი დანახარჯების ანაზღაურება, რომელიც უნდა შედგებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციებისგან და ინვესტორის მიერ პროექტში უკვე განხორციელებული ფულადი დანახარჯებისგან, ასევე შეიძლება დადგეს საკითხი ინვესტორის მიერ მიუღებელი მოგების შესახებ. თუმცა, ეს ნაწილი დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოზე, ხელშეკრულების პირობებსა და იმ დარღვევებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს.


ამ ხარჯების გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი“, - აღნიშნავს ფალავანდიშვილი.



მისივე განმარტებით, პირდაპირი დანაკარგების გარდა, პროექტიდან ინვესტორის წასვლა ბევრ სხვა პრობლემას გამოიწვევს და რთული იქნება ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც „ნამახვანჰესში“ ინვესტიციას ჩადებს.


„ინვესტორები კარგად ხედავენ პრობლემებს და იმას, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის პროტესტის მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და შედეგად ინვესტორი ქვეყნიდან წავიდა. მოსალოდნელია, რომ მომავალში ახალმა ინვესტორმა სახელმწიფოსგან მოითხოვოს იმაზე მეტი გარანტიები და დაზღევა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში მოხდებოდა,“ –აცხადებს „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი.


შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს.


business-partner.ge






რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up