“ანაკლიის თასი 2018’’-ის გამარჯვებულები ცნობილია

“ანაკლიის თასი 2018’’-ის გამარჯვებულები ცნობილია

access_time2018-09-29 20:36:32


საცხენოსნო დოღი “ანაკლიის თასი“, რომელიც 29 სექტემბერს სოფელ ინგირში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ორგანიზებით ჩატარდა, დასრულებულია.


დოღში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწონელია, სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები და სხვა სტუმრები.


“ანაკლიის თასი 2018“-ს საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა და ის რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე დოღში ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მონაწილეობდნენ.


დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას ემსახურებოდა.


დოღის გამარჯვებულები გახდნენ:


თორნიკე თოდრია, საბა ეხვაია და აზერო ალიევი.


ასევე, საპატიო პრიზი გადაეცა დოღის უხუცეს მონაწილეს, სამტრედიელ პავლე კაპანაძეს.


საპრიზო ფონდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებზე გადანაწილდა. ასევე, გამარჯვებულებს მისი დამზადებული საათები გადასცა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.


2018 წლიდან “ანალკლიის თასი’’ ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.


“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ - განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.


“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები “თიბისი ბანკი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყვნენ.


(CN)






მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up