ანაკლიის პრემიუმ სასტუმროები საკარანტინო ხელშეკრულების დასრულებას ელოდებიან

ანაკლიის პრემიუმ სასტუმროები საკარანტინო ხელშეკრულების დასრულებას ელოდებიან

access_time2020-06-05 11:30:08

ანაკლიის სასტუმროები საკარანტინო ხელშეკრულების დასრულებასა და შიდა ტურიზმისთვის გააქტიურებას ელოდებიან. ამჟამად განმუხურსა და ანაკლიაში მდებარე 4 პრემიუმ კლასის სასტუმროდან 2  საკარანტინო ზონადაა ქცეული.  ივლისის დასაწყისიდან კი ეს სასტუმროები ადგილობრივი ტურისტების მისაღებად დაიწყებენ მზადებას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს სასტუმროები არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, საკარანტინო პერიოდის დასრულების ვადებზე.


Anaklia Resort by Pratap`s Signature-ის სასტუმრო, რომელიც სანაპიროს პირველ ზოლშია და აქ ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Echo Waves და Gemfest-ის მთავარი სცენის წინ მდებარეობს, 15 ივლისიდან გეგმავს გააქტიურებას. სასტუმროს მენეჯერი მაია მურაჩაშვილი განმარტავს, რომ ამჟამად 56 ნომრიან სასტუმროში აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ანაკლიის ინფრასტრუტურას, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჟამად სანაპირო ზოლი დასრულების ეტაპზეა და ტურისტული პოტენციალიც გაიზარდა, თუმცა ერთხელ უკვე გადავადებული ხელშეკრულების შემდეგ, უცნობია დარჩება თუ არა საკარანტინო ზონად აღნიშნული სასტუმრო.


„ჩვენ ახლა საკარანტინო ზონა ვართ, გვყავს აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები, რომლებიც შემდეგ გადადიან ან ცხელების ცენტრში ან სხვადასხვა კლინიკებში. კარანტინის დასრულების შემდეგ 15 ივლისიდან ვაპირებთ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას.  პირველი ივლისიდან ჩვენს გვერდით იხსნება აკვაპარკი, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, გაკეთებულია საშხაპეები, ეწყობა ინფრასტრუქტურა, წესრიგდება პლიაჟი. შარშან ეს ყველაფერი კეთდებოდა, რაც სირთულეებს ქმნიდა ტურისტებისთვის. გახსნიდან ფასდაკლებებს შევთავაზებთ ადგილობრივ სტუმრებს. თუმცა შარშანდელ ნიშნულს ბევრად ჩამოვცდებით შემოსავლების კუთხით. კარანტინი უნდა დამთავრებულიყო მაისის ბოლოს და გაგვიგრძელდა ივნისის ბოლომდე,  ჯერ არ ვიცით კიდევ მოგვიწევს თუ არა ხელშეკრულების გაგრძელება, შეიძლება საკარანტინო ზონად დავრჩეთ. დღევანდელი მოცემულობით, თვის ბოლომდე გვაქვს კარანტინი და 15 ივლისიდან ვიხსნებით და მერე, როგორც კი ფრენები აღდგება, მიზნობრივ მარკეტინგულ სამუშაოებს დავიწყებთ ტურისტების მოსაზიდად, „ - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.  



სასტუმრო Palm Beach-ის მენეჯერი მურთაზ ჯოლოხავა აღნიშნავს, რომ სასტუმროს საკარანტინო ზონად ფუნქციონირების ვადა 15 ივნისს სრულდება. როგორც კი სასტუმრო სტუმრების მიღებას დაიწყებს, ადგილობრივებს 20-30 პროცენტიან ფასდაკლებებს შესთავაზებს, თუმცა ამ ეტაპზე მენეჯმენტისთვის გაურკვეველია, როდემდე გაგრძელდება ხელშეკრულება.


„რეგულაციებს კარგად მოვერგეთ, ჯერჯერობით კარანტინის ზონა გვაქვს, რომლის ვადაც სავარაუდოდ, 15 ივნისს მთავრდება. ალბათ ერთი კვირა დაგვჭირდება მომზადებისთვის და შემდგომ გასახსნელად. ფესტივალების პერიოდში ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, თუმცა ბოლომდე მათზე დამოკიდებული არ ვყოფილვართ.“- აღნიშნავს მურთაზ ჯოლოხავა.


ანაკლია-განმუხურის სანაპიროები ცნობილია საერთაშორისო ფესტივალების ჩატარების ზონად. წელს  ზაფხულის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowaves-ის ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, ხოლო Gemfest-ი არა ანაკლიის შავი ზღვის სანაპიროზე, არამედ საბერძნეთში 8 აგვისტოს ჩატარდება. ეს პერიოდი საკურორტო სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ჯერჯერობით სასტუმროები ვერ აკეთებენ პროგნოზებს, თუ როგორი იქნება მათი ზაფხულის სეზონი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up