ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 11 მლნ ჩაიდო

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 11 მლნ ჩაიდო

access_time2019-01-14 19:55:04

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 11 მლნ ლარია გთვალისწინებული.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 262 მლნ ლარია.


პროექტის განმახორციელებელია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.


„აღნიშნული საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაჩქარებულ მშენებლობას. აღნიშნული გზა და რკინიგზა შემდგომში გამოყენებული იქნება ტვირთბრუნვისათვის. აშენებული 18 კმ-მდე საავტომობილო გზა და რკინიგზა; ადგილობრივი მოსახლეობის ამაღლებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია პროექტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.


აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 2018 წლის ბიუჯეტშიც 11 მლნ ლარი იყო ჩადებული, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 3 ჯერ გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა. ბოლო, მესამე ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა.



ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა და მისი ვინაობა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და როგორც ანაკლიის კონსორციუმში აცხადებენ, გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა.


„გარდა ამისა, ანაკლიის პორტში დაიწყება უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება. ამ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.


კომპანიის ინფორმაციითვე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროსთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა.


რეკლამაციასთან ერთად დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომაპანია „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია მომზადდა საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.


პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.



bm.ge






საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...


მსგავსი სიახლეები

up