„ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს აქვთ“

„ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს აქვთ“

access_time2021-03-07 11:00:01

ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს გააჩნიათ, - მიიჩნევს თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.


ვახტანგ ჭარაიას აზრით, მთავრობამ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების მსგავსად ჩინურ მხარესთანაც უნდა იმუშაოს.


„ახალმა ინვესტორებმა ანაკლიის პროექტის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ დასავლეთსა და აღმოსავლეთში ისეთი პარტნიორების მოძიება, რომლებიც არა მხოლოდ ფულს ჩადებენ ამაში არამედ, ტვირთების მოძრაობასაც უზრუნველყოფენ. შესაძლოა საქართველოს და მისი დასავლური მისწრაფებების გამო კარგ ტონად მიგვაჩნდეს რომ მაინც და მაინც ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორი შემოვიდეს თუმცა უნდა განვიხილოთ ჩინელი ინვესტორებიც. ვინც ტვირთები უნდა მიიღოს და გასცეს ჩვენი კორიდორით ძირითადად ესენი არიან ჩინელები. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ყველაზე მეტი პოტენციალი ტვირთების მიღების და გაცემის სწორედ მათ გააჩნიათ, ფინანსური რესურსიც არ აკლიათ შესაბამისად შეუძლიათ ამ პროექტის რეალობად ქცევა.“ - ვახტანგ ჭარაია - თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.



ვახტანგ ჭარაია იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას.


„არც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ინვესტორის წინაშე და არც პირიქით. ყველამ არსებული უპირატესობებიც და საფრთხეებიც თავის თავზე უნდა აიღოს. სახელმწიფოს არ უნდა გადააბაროს კომპანიამ ზარალის ანაზღაურება. აუცილებელი პირობა უნდა იყოს რომ წინა კონსორციუმისგან განსხვავებით სახელმწიფო არ იყოს პასუხისმგებელი პროექტის ჩავარდნაში. წინა კონსორციუმი სწორედ ამას ითხოვდა, რომ თუ პროექტი წამგებიანი იქნებოდა ზარალი სახელმწიფოს დაეფარა. ეს მიუღებელია რა საკვირველია. ახალმა ინვესტორმა უნდა მოახერხოს, რომ მოგებაც სრულად მისი იყოს და წაგებაც საკუთარ თავზე აიღოს. სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები რა თქმა უნდა რაც გულისხმობს საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებას თუ კონტაქტების დამყარებას საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ფინანსებს ეს არ ეხება. თუ ფულის ჩადებაა ინვესტორის მაგივრად საჭირო მაშინ პორტს ტავად სახელმწიფო ააშენებდა.“ - ვახტანგ ჭარაია - თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.


შეგახსენებთ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ახალი ინვესტორის მოძიების პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებიც ჩაერთვებიან.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up