ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-ში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-ში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

access_time2016-03-11 16:19:27

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. ამის შესახებ "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს  აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. 


ვიცე-პრემიერი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის წახალისებისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ სატრანსპორტო–ლოგისტიკურ ცენტრზე, სადაც სხვადასხვა სავაჭრო მიმართულებები იკვეთება. ამ მიმართულებით დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.


 „დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი ანაკლიის პორტის განხორციელებას მხარს უჭერს. 



„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


ფორუმის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილსა და ბრიუს ენდრიუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიან სამთავრობო რეფორმის გეგმაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება. 


,,მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს მეგობარ ვიცე-პრემიერს. დიდი პატივია ჩემთვის მისი ვაშინგტონში ხილვა. როდესაც მე ვსტუმრობდი თბილისს 2015 წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვმა.  


როდესაც ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შევხვდი, რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. რეგიონის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკი, თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება. 

დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას“ - განაცხადა ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up