ლადო პაპავა: ანაკლიის პორტი არ არის ხაზარაძის პროექტი

ლადო პაპავა: ანაკლიის პორტი არ არის ხაზარაძის პროექტი

access_time2019-02-22 10:00:29

„ანაკლიის პორტი არ არის ხაზარაძის პროექტი. ეს არ არის არცერთი ბიზნეს სტრუქტურის პორტი. ეს თემა ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მოდის. ანაკლიის პორტს ბატონი ხაზარაძის გარეშეც საკმაოდ ბევრი კითხვები ახლავს თან“ -ამის შესახებ განცხადებას თსუ-ს პროფესორი, ლადო პაპავა „კომერსანტთან“ აკეთებს. კითხვაზე, მამუკა ხაზარაძის საქმის გათვალისწინებით, ხომ არ დადგება პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ - ბ-ნი პაპავა განმარტავს, რომ საერთოდ ანაკლიის პორტი რთული თემაა.

„პორტის თემა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს განიხილებოდა. შედდეგ უკვე ჩემი მინისტრობის დროს, გასული საუკუნის 90-იანი წლებში, შევარდნაძის მთავრობაში. მთავარია, რომ ამით ქვეყნის სტრატეგიულ ინტერსები არ დაზიანდეს. ეს კი უწინარეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობის პაუხისმგებლობაა და მისი საზრუნავია. რადგანაც მამუკა ხაზარაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში აღარ არის, რა თქმა უნდა, ეს მის ტვირთს ამსუბუქებს. მიუხედავად ამისა, ინვესტორებთან ურთიერთობის მთავარი ფიგურანტი საქართველოს მთავარობა უნდა იყოს და არა მამუკა ხაზარაძე“ - აღნიშნავს პროფესორი ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. დღეს კი „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ facebook-ის გვერდზე სპეციალურ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 27 წლის მუშაობის შემდეგ, ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მთელს მის ენერგიას ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნის.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

მსგავსი სიახლეები

up