“თუ ტამანის პორტის მშენებლობა ანაკლიის პორტზე ადრე დაიწყება, მაშინ ქართული პროექტი აქტუალობას დაკარგავს“ - დეპუტატების პოზიცია  ამ მოსაზრებაზე

“თუ ტამანის პორტის მშენებლობა ანაკლიის პორტზე ადრე დაიწყება, მაშინ ქართული პროექტი აქტუალობას დაკარგავს“ - დეპუტატების პოზიცია ამ მოსაზრებაზე

access_time2019-09-19 11:15:20

2016 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა 3 წლის შემდეგ ანაკლიის პორტი პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან არაერთი განცხადება გავრცელდა, სადაც საუბარია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. უწყება მიუთითებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის დაფინანსების მოძიება კვლავ მიუღწეველი ჩანს და რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევის გამო, პორტის მშენებლობა 2 წლით, 2022 წლამდე გადაიწევს.

 

ამის პარალელურად, ექსპერტები ამბობენ, რომ განცხადებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ კეთდება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაძირვისკენ არის მიმართული. მათი თქმით, სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი პროექტის განხორციელების, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა შეფერხდეს. მიზეზად კი უკვე ღიად სახელდება რუსეთის ინტერესები. ამ არგუმენტს ამყარებს შავ ზღვაში, კერძოდ ქერჩის სრუტეში ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომლის პროექტზე საუბარიც ჩვენმა არც თუ კეთილმოსურნე მეზობელმა მხოლოდ ერთი წლის წინ დაიწყო და საკუთარი ხელისუფლების მხარდაჭერით, უკვე რეალური განხორციელებისთვისაც ემზადება.


ამ ფონზე, ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ  თუ ტამანის მშენებლობა ანაკლიის პორტზე ადრე დაიწყებოდა, მაშინ ქართული პროექტი აქტუალობას დაკარგავდა.

 


რას ფიქრობენ ამ მოსაზრებაზე „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდის დეპუტატები და ინაწილებენ თუ არა პასუხისმგებლობას სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის გაჭიანურებაში.


ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს. 


როცა სახელმწიფოს აქვს გაცხადებული საგარეო მიმართულება და ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთოხების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი, როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება მსგავს შეფასებაზე. ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოს ინტერესში, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ეს ასე რომ არ ყოფილიყო მაშინ ტენდერსაც არ გამოაცხადებდა. მიწები გამოისყიდა და უმეტესი ნაწილი იქნა გადაცემული კონსორციუმისთვის, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება,  პასუხობს “კომერსანტ“ დეპუტატი ხუნდაძე.

 


  • როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უნდა დაწყებული (2016 წელს) მაშინ ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის (2018 წელს) შესახებ საუბარი არ ყოფილა, თუმცა ტამანის პორტის განვითარება უკვე დაიწყო- როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

 


 

ჩვენ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ვერევით, თუნდაც ეს იყოს პორტის მშენებლობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ყველაფრის მიუხედავად ანაკლიის პროექტი  განხორციელდება  

 

 

  • იგეგმება, რომ რუსეთის მთავრობა ტამანი პორტის პროექტში 2.3 მლრდ, ხოლო კერძო ინვესტორები 2.4 მილიარდ დოლარს ჩადებენ. ჩვენ ხელისუფლებას კი ვალდებულების აღება არ სურს. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აიყვანოს ანაკლიის პროექტი კონტროლქვეშ ?

 

რა თქმა უნდა, პროექტი აყვანილია კიდეც კონტროლზე. სახელმწიფო წილობრივად შედის საკმაოდ სოლიდური თანხით 100 მლნ. მაგრამ პირობები უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსორციუმმა ეს ვალდებულებები ვერ შეასრულა მათ ჰქონდათ მოთხოვნები არა სატენდერო პირობებიდან, მათ უნდოდათ ტვირთებზე გარანტია სახელმწიფოს აეღო და კიდევ სხვა ფინანსური ვალდებულებები, რაც ტენდერის პირობებში არ ყოფილა გაწერილი, სახელმწიფო მათ ინტერესებს ვერ აყვება . ასე რომ მთავარი არის სახელმწიფო ინტერესები, ამ ინტერესებში კი ჯდება ის, რომ უნდა არსებობდეს ღრმაწყლოვანი პორტი.

 

  • ის რომ ანაკლიის პროექტი დროში გაიწელა მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ბრალია და სახელმწიფო როლს ვერ ხედავთ?

 

ანაკლიის კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ეს ვერ იქნება უსასრულოდ, არა რეალურ მოთხოვნებში სახელმწიფო ვერ აყვება ტენდერში მოგებულ კომპანიას.


 

რევაზ არველაძე- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“


  • როგორ აფასებთ იმ აზრს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთმა  გაცილებით ადრე დაიწყოს ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ვიდრე ანაკლიის პორტი?

 

რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება არასწორია. ზოგადად ნებისმიერი ობიექტის მშენებლობას სჭირდება თანხა, როდესაც ამის მოძიებაზეა საუბარი, აქ ზოგი წყალქვეშა და ზოგი პირდაპირ რომ ჩანს ისეთი შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს  არ ვიცი ეს იქნება ოპოზიციური პარტიები თუ ქვეყნის წინააღმდეგ განწყობილი ძალები. მეორეს მხრივ პირდაპირ ჩანს, რომ პირდაპირი ხელის შეშლაც ხდება, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო საშიში ქვეყანაა და აქ რუსეთის  მიერ დასმული ხელისუფლებაა და ა.შ. გარკვეულწილად ინვესტორები იკავებენ თავს, არ არის საუბარი იმაზე, რომ აღარავინ ჩადებს ფულს მაგრამ, როდესაც ერთ თვით გადადე, ორი თვით გადადე, გამოდის, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება თვითონ ამუხრუჭებს, რაც ნამდვილად არ არის ესე. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, რაც უფრო მალე გაკეთდება ასეთი პროექტები, მით უფრო კარგია საქართველოსთვის.

 

  • იგეგმება, რომ რუსეთის მთავრობა ტამანი პორტის პროექტში 2.3 მლრდ, ხოლო კერძო ინვესტორები 2.4 მილიარდ დოლარს ჩადებენ. თქვენი აზრით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აიყვანოს ანაკლიის პროექტი კონტროლქვეშ ?

 

საერთოდ ყველა მსხვილი პროექტი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო პროექტი.

 

  • არის თუ არა შესაძლებელი, რომ  რუსულმა პროექტმა ქართულ ღრმაწყლოვან პორტს მნიშვნელობა და ფუნქცია დაუკარგოს. და თუ ასე მოხდება, თვლით, რომ ამაში შეიძლება თქვენი, საპარლამენტო უმრავლესობის პასიური დამოკიდებულებაც იყოს მიზეზი?

 

ტვირთების ნაკადების რაოდენობა იმდენად არის გაზრდილი, რომ არ მგონია ეს მოხდეს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებით.

 

 

 

 ბაჩო ადამია

 






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up