შავი ზღვის აუზში, ანაკლიის ნავსადგურის ძირითადი  კონკურენტი ნოვოროსიისკის პორტია - რა უპირატესობა აქვს ანაკლიას

შავი ზღვის აუზში, ანაკლიის ნავსადგურის ძირითადი კონკურენტი ნოვოროსიისკის პორტია - რა უპირატესობა აქვს ანაკლიას

access_time2019-05-23 18:30:43


გამტარუნარიანობის ამოწურვის პირობებში, იმ ვითარებაში როცა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, შესაძლებელია თუ არა კონკურენტ ნავსადგურებში მოხდეს საკონტეინერო ნაკადის გადადინება?  შავი ზღვის აუზის, რომელი ნავსადგური განიხილება, საქართველოს ნავსადგურების კონკურენტ და ანაკლიის ნავსადგურის საპირწონედ, როგორია მათი განვითარების სტრატეგია? გამტარუნარიანობის ამოწურვის პირობებში, იმ ვითარებაში როცა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, შესაძლებელია თუ არა კონკურენტ ნავსადგურებში მოხდეს საკონტეინერო ნაკადის გადადინება? — ამ საკითხზე ჰაბ ჯორჯიას ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა კვლევა მომაზადა, რომელიც კომერსანტს მიაწოდა.  

 


ცაგარეიშვილის განცხადებით, შავი ზღვის აუზში, ანაკლიის ნავსადგურის ძირითად  კონკურენტ ნავსადგურად -  ნოვოროსიისკი განიხილება.  2019 წლის  აპრილში, ღრმაწყლოვანი N 38 ნავმისადგომისათვის, 22.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების,  თანამედროვე ამწე დანადგარები იქნა შეძენილი და ადგილზე ტრანსპორტირებული. აღსანიშნავია, რომ ამწე დანადგარებს გააჩნია 54 მეტრიანი კონსოლი, შეუძლია ნავმისადგომის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე კონტეინერის აწევა და 10 000 TEU (გემის საანგარიშო პარამეტრები სიგრძე - 316 მ, სიგანე - 45 მ, ჯდომა -  12.7 მ)  ტევადობის გემების დამუშავება. ამწე დანადგარების მახასიათებლებით, ნოვოროსიისკი - შავ ზღვაზე სადღეისოდ ყველაზე  თანამედროვედ ითვლება.


 ნოვოროსიისკის ნავსადგურში ამწე დანადგარების ტრანსპორტირების პროცესი

 

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ნოვოროსიისკის ნავსადგურში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საშუალებას მისცემს არსებული საკონტეინერო მოცულობა 350 ათასი TEU დან 700 ათ. TEU  მდე გაიზარდოს, პარალელურად 15 000 TEU მდე გაიზრდება  კონტეინერების ერთდროულად  დასაწყობების სიმლავრეები.



ნოვოროსიისკის ნავსადგურმა 2018 წელს გადაამუშავა 333 ათ კონტეინერი, რითაც პრაქტიკულად ამოწურა მისი გამტარუნარიანობის შესაძლებლობა.

 

 ნოვორისისიკის ნავსადგურის უდაო უპირატესობას წარმოადგენს, საკონტეინერო ხაზების ფართო არჩევანი, შუალედური პირეის ნასვადგურიდან, მოკლე ვადაში - 2-4 დღე,  კონტეინერის ტრანსპორტირება,  გარდა ამისა, გადატვირთვის გარეშე შესაძლებელია ჩინეთის ნავსადგურებიდან (ნინგბო, შანხაი) 25 – 28 დღის განმავლობაში  კონტეინერის ტრანსპორტირება, რაც დამატებით, ნავსადგურს სატარიფო მდგენელის შემცირების შეაძლებლობას აძლევს.

 

 

 მიუხედავად, ნოვოროსიისკის ნავსადგურში მიმდინარე გაფართოებითი სამუშაოებისა, სპეცილისტები ხაზს უსვამენ, ნავსადგურის სუსტ მხარეებზეც. კერძოდ, იმ ვითარებაში, როცა ნავსადგურში ხორციელდება ერთდროულად  რამდენიმე ნავთობმზიდი გემის  ერთდროული დამუშავება, ამ ვითარებაში პრაქტიკულად პარალიზირებულია, ღრმაწყლიანი  საკონტეინერო ნავმისადგომი.

 

 

 ნოვოროსიისკის ნავსადგურის  დამატებით  შემზღუდავ ფაქტორებს წარმოადგენს, ხშირი შტორმული გაფრთხილებები,   წინა  სარკინიგზო კვანძის მუდმივი  გადატვირთულობა და ნავსადგურის შემდგომი განვითარებისათვის შეზღუდული სახმელეთო არეალი.


დასკვნის სახით, პაატა ცაგარეიშვილის განმარტავს, პრობლემები, რომელიც ნოვოროსიისკის ნავსადგურს აქვს, არცერთ შემთხვევაში არ ექნება ანაკლიის პორტს, რომელსაც გაფართოების ბევრად მეტი რესურსი აქვს , ვიდრე ნოვოროსიისკის. 


სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, ჰაბ ჯორჯიას კვლევის თანახმად, 2019 წლის იანვარ - აპრილში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვების 37 %- იანი ზრდა დაფიქსირდა. 


 

სოფო ქსოვრელი

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up