„ანაკლიის კონსორციუმის“ მორიგი განცხადება არის კიდევ ერთი ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ფოთის თიზის“ მეწილე - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

„ანაკლიის კონსორციუმის“ მორიგი განცხადება არის კიდევ ერთი ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ფოთის თიზის“ მეწილე - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

access_time2021-10-05 15:35:20

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილის მფლობელი და მისი ერთ-ერთი მესაკუთრეა, საზოგადოებაში შეყვანის მცდელობას უწოდებენ.


„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„ანაკლიის პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე როგორც მისი აშკარა მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას აჰკიდოს და ამით შეიქნას არგუმენტი საარბიტაჟო სასამართლოზე ბიუჯეტისთვის მილიონობით დოლარის მოსათხოვნად. კონსორციუმის ახლახანს გამოქვეყნებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს წილს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში და არის მისი ერთ- ერთი მესაკუთრე, გამონაკლისი არაა და არის მორიგი ტყუილით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.



ეს არომ ასეა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია:საქართველოს მთავრობა - 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %.



(R)






საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up