ანაკლიის კონსორციუმის იურისტი: ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის

ანაკლიის კონსორციუმის იურისტი: ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის

access_time2021-03-04 15:00:17

„ნამდვილად არ მოველით, რომ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის,“ - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის უფლებადამცველმა, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.

 

ქეთი ქვარცხავას განმარტებით, ანაკლიის პორტი თავისი ნეგატიური წარსულით, როგორც აქტივი არის ტოქსიკური.

 

„ანაკლიის პორტს, როგორც აქტივს უკვე აქვს თავისი ისტორია. ამ ისტორიის მანძილზე უკვე გამოჩნდა ათეული ეპიზოდი, როდესაც მთავრობამ გამოავლინა ნეგატიური დამოკიდებულება პროექტის მიმართ. საკუთარი მოქმედებებით თუ პროექტის მიმართ უნდობლობით. მათ ეჭვის ქვეშ დააყენეს როგორც პროექტის ეკონომიკური სარგებელი ისე ინვესტორის მოძიების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყველას მოეხსენება, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ორი საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს და თავად აქტივი არის ტოქსიკური. მას აქვს ნეგატიური ისტორია. ასე რომ არ მოველით, რომ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის,“ - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.



 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადების სამუშაოებს განახორციელებს.


 

„ბიზნესპარტნიორი“





მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...

ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება

 ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება
access_time2021-04-14 16:30:26
არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორად ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ...


მსგავსი სიახლეები

up