ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

access_time2019-10-14 16:39:33

კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურს სამინისტროს განცხადებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ეწურება და ამის შესაბამისად გადაწყდება კონსორციუმს ვადა გაუხანგრლივდება თუ ხელშეკრულება შეწყდება, ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს კომენტარი მისთვის გაუგებარია.

„ჩვენ მთავრობასთან კონკრეტული წინადადება გვაქვს წარდგენილი, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ჩვენ ამ ეტაპზე მთავრობისგან ველოდებით რეაგირებას და ვთვლით, რომ მათ მხარეს არის ბურთი. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჯავახაძეც საქმის კურსშია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით მთავრობისგან რეაგირებას. ჩვენგან აბსოლუტური მზაობაა, რომ ყველა საკითხი, ინვესტორებთან მიმართებაში თუ სხვა, მოგვარდეს უახლოეს პერიოდში, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, ხვალ, 15 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.


თეგები:
ანაკლია



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up