„ანაკლიის კონსორციუმის განცხადება : ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის კონსორციუმის განცხადება : ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

access_time2019-09-20 20:21:31

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კერძოდ, კონსორციუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, რომლის წარმომავლობაც ყაზახურია.

 

კონსორციუმი განცხადების მიხედვით, „მერიდიანის“ სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს.

 

„მეტი ინფორმაცია „მერიდიანის“, მისი მენეჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კონსორციუმი განმარტავს, რომ „მერიდიანი“ არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც ინვესტირების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას განხილვისთვის წარედგინა.

 

„კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ  სახელშეკრულებო ვალდებულებები შეასრულოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა. როგორც მამუკა ხაზარაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრიტანული წარმომავლობის ინვესტორი შესთავაზა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

 

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ასევე, ცოტა ხნის წინ ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა.

 

ამ ეტაპზე კონსორციუმი მთავრობასთან ინვესტორებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.


imedinews.ge




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...


მსგავსი სიახლეები

up