ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო

access_time2018-09-17 10:00:12


ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო, რომელიც მასშტაბითა და
საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა.


 ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პერსსამსახურის ინფორმაციით, საზღვაო საუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ ახორციელებს, რომელიც უკვე ანაკლიის სანაპიროზეა მობილიზებული. „ათენას“ გამოყენებით,
ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მოხდება ფსკერის დაღრმავება; ზღვიდან 5 მლნ კუბურ
მეტრამდე ქვიშის ამოღება (რეკლამაცია) და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი
საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.


საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე
ოფიციალური ღონისძიება გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე
მოწერელია, ანაკლიის პორტის პროექტის მენეჯმენტი და დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე,
კომპანია „ვან ოორდის“ პროექტის დირექტორი იაპ ბრუინსმა, ანაკლიის მკვიდრნი და მედიის
წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის დამფუძნებელმა „ვან ოორდის“ წარმომადგენელსა და
საპატიო სტუმრებთან ერთად დაღრმავებისა და რეკლამაციის პირველი სამუშაოები საზეიმოდ
გაუშვეს.


„მე მინდა ვთქვა, რომ ანაკლია ეს არის ჩვენთვის ძალიან სეიროზული პროექტი, - განაცხადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, -„ ეს
პროექტი პასუხობს საქართველოს ეკონოიკის ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას.
პირველი გამოწვევა, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ჩვენი
ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით ეს ხდება არასაკმარისად და
ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან
მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში... მეორე - ჩვენ
გვინდა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც საზღვაო ქვეყანა... ეს ორი გამოწვევა
არის ძალიან მნიშვენლოვანი საქართველოსთვის და ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი
პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში.



„დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოები ანაკლიის პორტში, რომელიც, I
ფაზაში, 1 მილიონი კონტეინერის სიმძლავრის იქნება. პირველ ფაზაში, ანაკლიის ოპრტი 1500
ადამიანი დაასაქმებს პირდაპირ და რამოდენიმე ათას ადამიანს - ირიბად. უახლოეს ორ
წელიწადში, ჩაიდება დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი და დაფინასნების საკითხი მიყვანილია
ბოლომდე. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული განაცხადი იმ მარშუტისა, რომელსაც ჰქვია ერთი
სარტყელი - ერთი გზა - აბრეშუმის გზა - რომელიც გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის
ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. ეს არის ურპეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში,
რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები მონაწილეობენ. წლების განმავლობაში, ქართველო
და უცხოელი ეკონომისტების დათვლით, ანაკლიის პროექტის მთლიანად განვითარებამ ქვეყანაში
60 მილიარდის კონტრიბუცია უნდა შექმნას“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.


ღონისძიების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე
მედია-ტურიც ჩატარდა. ჟურნალისტებმა ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორია,
მობილიზებული ტექნიკა და რეკლამაციის სამუშაოები დეტალურად დაათვალიერეს.
დამაღრმავებელ გემ “ათენასთან“ ერთად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზებულია
რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო
სისტემა. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის, წყალზე მოტივტივე მილები; ასევე,
ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10
კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღბული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5
კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და
მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. დამონტაჟებულია წყლის
მარეგულირებელი სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის
ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.


ანაკლიაში უკვე დაიწყო მუშაობა „ვან ოორდის“ სპეციალისტების გუნდმა, რომლის წევრებიც
დაღრმავებისა და დიდ მასშტაბზე გათვლილი საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე
სპეციალიზდებიან.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო
სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების
მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.






„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up