ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი -  „HUB Georgia“ ინიციატივით დისკუსია გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი - „HUB Georgia“ ინიციატივით დისკუსია გაიმართა

access_time2019-08-01 12:15:01

არასამთავრობო ორგანიზაციის „HUB Georgia“ ინიციატივით,  პლატფორმა „ეკონომიკური დეოკუპაციის“ ფორმატში  გაიმართა დისკუსია - “ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის გლობალური კონკურენტუნარიანობა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი“.

შეხვედრის  ფორმატში “HUB Georgia”-ს ექსპერტებმა  გამართეს კვლევის პრეზენტაცია, რომელიც შეეხო სატვირთო გადაზიდვებში არსებულ მსოფლიო ტენდენციებს და ანაკლიის პორტის  სტრატეგიულ მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის, ტრანსპორტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

შეხვედრაზე ასევე  მოწვეული იყო პროდასავლური ორიენტაციის მქონე   პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როგორც მმართველი პარტიიდან ასევე ოპოზიციიდან.

შეხვედრის   მიზანი იყო, მომხდარიყო ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი გლობალურ ჭრილში განხილვა და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ამ თემაზე  პოლიტიკური კონსენსუსი მიღწევა.

„იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, აუცილებელია შევიძინოთ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქცია, გავხდეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში.

სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი მისცემს ბიძგს საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს მრავალი მიმართულებით და იქცეს რეგიონალურ საფინანსო, სავაჭრო, საგანმანათლებლო, აგრარულ, ინტელექტუალურ და ბიზნეს მიზიდულობის ცენტრად რეგიონში. აღნიშნულ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, ანაკლიის პორტმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური კარიბჭის ფუნქცია ცივილიზაციათა გზაგასაყარზე, რაც ჯაჭვურად გამოიწვევს რკინიგზის და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას მთლიანად ქვეყანაში.

ამ ამბიციურ, მაგრამ უალტერნატივო ხედვას, საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი, სჭირდება გრძელვადიანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რაც პოლიტიკური კონსესუსის გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ამგვარი განვითარების საკითხს, არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება ჩვენი მტრების ინტერესებს“ - ვასო ურუშაძე

კომერსანტი

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

მსგავსი სიახლეები

up