ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ხვალ გაირკვევა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ხვალ გაირკვევა

access_time2019-10-14 20:04:25

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალამდე, 15 ოქტომბრამდე აქვს. როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ თქვა, კონსორციუმმა ხვალ დღის ბოლომდე უნდა წარადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს. ასევე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება.

დავით ჯავახაძის განმარტებით, თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს ამ ვადის გახანგრძლივება შეუძლია, ასევე ალტერნატივაა ხელშეკრულების შეწყვეტაც. გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი კი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე სამ ინვესტორზე საუბრობს. ერთი ინვესტორი აქამდეც იყო ცნობილი - "მერიდიანი", მეორე ინვესტორი - ჰოლანდიური "ვან ორდი" და მესამე ინვესტორი, როგორც გაირკვა ამერიკული საინვესტიციო ფონდია, თუმცა ლევან ახვლედიანმა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია.

ლევან ახვლედიანს არც ის უთქვამს კონკრეტულად რა პირობებით მივიდნენ ინვესტორები მთავრობასთან. ახვლედიანი ამბობს, რომ ის კონფიდენციალობის პირობებს იცავს და შესაბამისად, დეტალებზე დღეს არ საუბრობს. 

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა. როგორც მამუკა ხაზარაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრიტანული წარმომავლობის ინვესტორი შესთავაზა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო. 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ასევე, ცოტა ხნის წინ ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა

ამ ეტაპზე კონსორციუმი მთავრობასთან ინვესტორებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

Imedinews 

თეგები:
ანაკლია



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up