"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" შესაძლოა დაიხუროს - რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას

access_time2019-10-08 22:55:44

კონსორციუმი, რომლისთვისაც ასეულობით მილიონი დაიხარჯა, მათ შორის ბიუჯეტიდან, შესაძლოა დაიხუროს. "კურიერის" ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამშრომლებს ამის შესახებ უკვე აცნობეს.

 

მარჯანიშვილის ექვს ნომერში, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ოფისია განთავსებული ადასტურებენ, რომ თანამშრომლების ნაწილი იქ უკვე აღარ მუშაობს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმში ჩატარდა თათბირი, სადაც თანამშრომლებს ნოემბერში კომპანიის სავარაუდო დახურვის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "კურიერის" ინფორმაციით, მომუშავე პერსონალს განცხადებების დაწერა სთხოვეს და კომპენსაციების გადახდასაც დაპირდნენ.

 

კონსორციუმში ჩატარებული თათბირის შესახებ ინფორმაციას არც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს. ლევან ახვლედიანი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მენეჯმენტის სიტყვები თანამშრომელთა ნაწილმა შესაძლოა არასწორად აღიქვა.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კონსორციუმის მუშაობა, რომ  შეფერხებულია ამას "ლელოს" წევრები და მამუკა ხაზარაძის პარტნიორებიც ადასტურებენ. ფიქრია ჩიხრაძემ "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკითხზე საუბარი მამუკა ხაზარაძესთან ჰქონდა. ჩიხრაძის განცხადებით კონსორციუმის ფუნქციონირება შეფერხებულია. იგივეს ამტკიცებს ანა ნაცვლიშვილიც.


 

კონსორციუმის შესაძლო დახურვას არ ადასტურებს მამუკა ხაზარაძე.

 

"15 რიცხვს ველოდებით, მუშაობა მიდის ჩვეულებრივი ტემპით, ყველა მუშაობს, ოფისშია ყველა,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო. საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტად აღიარებულ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში კონსორციუმთან ერთად მონაწილეობას სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც იღებენ. ამ დროისთვის ანაკლიაში რკინიგზისთვის მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფოს მხრიდან 60 მილიონ ლარამდეა დახარჯული. მას შემდეგ კი რაც კონსორციუმი უმსხვილესმა ინვესტორმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა, კონსორციუმს ახალი ინვესტორების შემოსაყვანად ვადა 15 ოქტომბრამდე აქვს მიცემული. რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და რას მოიმოქმედებს ხელისუფლება თუ კონსორციუმმა მუშაობა შეწყვიტა ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

 

Rustavi2.ge



თეგები:
ანაკლია



ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა...


მსგავსი სიახლეები

up