„ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგვინა

„ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგვინა

access_time2020-09-09 17:50:02

მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი და­ა­კარ­გი­ნა.


ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა (ADC) დღეს გა­ა­ზი­ა­რა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მი­მარ­თუ­ლი იყო ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის გა­სა­ჩე­რებ­ლად - ახ­დენ­და რა პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის, დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის, კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი­სა და მომ­წო­დებ­ლე­ბის დე­მო­ტი­ვი­რე­ბას.


კონ­სორ­ცი­უ­მის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სა­ხე­ლით შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა:


ასე­თი მას­შტა­ბის ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექტს სჭირ­დე­ბა მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა; კერ­ძოდ, ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, მხარ­და­ჭე­რა ნე­ბარ­თვე­ბი­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი და სხვა; ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი, ასე­ვე - მი­წის გა­მო­ყო­ფა და გზი­თა და რკი­ნიგ­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში იშ­ვი­ა­თია შემ­თხვე­ვა, რომ მთავ­რო­ბამ ოპო­ნი­რე­ბა გა­უ­წი­ოს მის მი­ერ­ვე დამ­ტკი­ცე­ბულ პრო­ექტს.


სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კამ­პა­ნი­ამ, რომ­ლი­თაც კონ­სორ­ცი­უმს ხელი შე­უ­შა­ლა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და მის როლს რე­გი­ონ­ში.


სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და კარ­გად ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად მთავ­რო­ბა თვი­თონ უჭერ­და მხარს, თუმ­ცა შემ­დეგ მისი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა - მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და მისი ლი­დე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გავ­ლე­ნით.


მთავ­რო­ბამ სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ვეს­ტო­რის, დამ­ფი­ნან­სებ­ლი­სა თუ პარტნი­ო­რის მი­მართ, თუმ­ცა, მისი მი­ზა­ნი იყო ერთი: და­ეფრ­თხო ყვე­ლა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და ინ­ტე­რე­სი პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში და ამით და­ეს­ვა წერ­ტი­ლი პრო­ექ­ტის­თვის.


ეს მხო­ლოდ დამ­თხვე­ვაა, რომ მი­ნის­ტრე­ბი (და მათ შო­რის ორი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც), რომ­ლებ­მაც გა­აჟ­ღე­რეს თა­ვი­ან­თი მხარ­და­ჭე­რა პრო­ექ­ტის მი­მართ ან გა­მოთ­ქვეს წუ­ხი­ლი პრო­ექ­ტის ირ­გვლივ წარ­მო­შო­ბილ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­ზე, მა­ლე­ვე გა­დად­გნენ ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­დან?


მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ანაკ­ლი­ის პორ­ტი­სა და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის და­ნა­კარ­გე­ბი. მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი აფრ­თხობს უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს - მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წელს უცხო­უ­რი პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2017 წელს არ­სე­ბუ­ლი, თით­ქმის 2 მი­ლი­არ­დი­დან, 1.3 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და ; 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში კი მხო­ლოდ 171.8 მი­ლი­ონს შე­ად­გენ­და[1]. ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა, თა­ნაც კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­ულ კრი­ზი­სამ­დე. რო­გორც ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, აშშ-ის გა­დამ­დგარ­მა გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ბენ ჰო­ჯეს­მა გა­ნა­ცხა­და, „მთავ­რო­ბამ მხო­ლოდ თა­ვი­სი თავი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს“[2].


ზო­გი­ერ­თი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და მთავ­რო­ბა კონ­სორ­ცი­უ­მი­სა და ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მოხ­რჩო­ბას:


2017 წლის ნო­ემ­ბე­რი

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კონ­სორ­ცი­უმ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ფო­თის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბით იგი­ვე მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით.


2018 წლის ივ­ნი­სი


ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის 12 ივ­ნი­სის კრე­ბა­ზე, რო­მელ­საც პარ­ტი­ის 100-ზე მეტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ეს­წრე­ბო­და, პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მხარ­დამ­ჭერ მოქ­მე­დე­ბებ­ში და ახლო კავ­შირ­ში კონ­სორ­ცი­უ­მის ინ­ვეს­ტორ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან. ბა­ტო­ნი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ამ შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.


2018 წლის ოქ­ტომ­ბე­რი

2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში კონ­სორ­ცი­უ­მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თბი­ლის­ში, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ (მა­შინ­დელ­მა შსს მი­ნის­ტრმა) აშშ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს უთხრა, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში.


2019 წლის იან­ვა­რი

SSA Marine-მა, რო­მე­ლიც ანაკ­ლი­ის პორ­ტის ოპე­რა­ტო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი და ასე­ვე პრო­ექ­ტის პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორს წარ­მო­ად­გენ­და, კონ­სორ­ცი­უმს აც­ნო­ბა იმ საფრ­თხის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ფო­თის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბას უჭერ­და მხარს (2013-2014 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დაკ­ვე­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ფოთი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ჭი­რო ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს, ამი­ტო­მაც მა­შინ თვი­თონ­ვე აირ­ჩია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ანაკ­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მთავ­რო­ბამ მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა და მისი მხრი­დან ფო­თის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გახ­და მკა­ფიო სიგ­ნა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო წრე­ე­ბის­თვის, რომ მთავ­რო­ბა არ უჭერ­და მხარს ანაკ­ლი­ას).


2019 წლის თე­ბერ­ვა­ლი

ევ­რო­პის ერთ-ერ­თმა სუ­ვე­რე­ნულ­მა ბან­კმა (development bank) კონ­სორ­ცი­უმს აც­ნო­ბა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ ვე­ღარ და­ა­ფი­ნან­სებ­და პრო­ექტს - მთავ­რო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და ფო­თის­კენ გა­დახ­რი­ლი მხარ­და­ჭე­რის გამო.


2019 წლის თე­ბერ­ვა­ლი

ევ­რო­პის მე­ო­რე სუ­ვე­რე­ნულ­მა ბან­კმაც გა­ნუ­ცხა­და ADC-ს, რომ მისი პარტნი­ო­რი ინ­სტი­ტუ­ტის მსგავ­სად, ისიც უარს ამ­ბობს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე - ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზით, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფომ აშ­კა­რად შეც­ვა­ლა მისი მხარ­და­ჭე­რა ანაკ­ლი­ი­დან ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.


2019 წლის მარ­ტი

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრის მოს­მე­ნა­ზე, ძირი გა­მო­უ­თხა­რა SSA Marine-ს, რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორ­სა და პორ­ტის ოპე­რა­ტორს, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნდა გა­მოც­დი­ლე­ბა და ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს მტკი­ცე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­არ­ღვია სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.


2019 წლის აპ­რი­ლი

SSA Marine-მა შე­ა­ტყო­ბი­ნა ADC-ის, რომ ის აჩე­რებ­და აქ­ტი­ვო­ბებს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით.


2019 წლის აპ­რი­ლი

ბა­ტონ­მა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გა­ნა­ცხა­და “Forbes Week”-ში, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი სა­ჯა­რო და მე­დია გან­ცხა­დე­ბე­ბი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებ­და ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დგომ ის რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დად­გა.


2019 წლის მა­ი­სი

ამე­რი­კულ­მა დიდ­მა კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­კვნით ეტაპ­ზე იყო ADC-სთან, რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო პრო­ექ­ტში, გა­ნუ­ცხა­და ADC-ის, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კომ­პა­ნია გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ისი­ნი გან­ზე გამ­დგა­რიყ­ვნენ პრო­ექ­ტი­დან.


2019 წლის ივ­ნი­სი

პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, აშშ-ში სა­ვაჭ­რო ვი­ზი­ტის დროს, ვა­შინგტონ­ში ცალ-ცალ­კე შეხ­ვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტი­ცი­ით, და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მაიკ პომ­პე­ოს. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრთან გვერ­დით მდგომ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა პომ­პე­ომ, გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნა­ცხა­და რომ „ეს გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კავ­ში­რებს თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კას­თან და არ მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მო­ექ­ცეს რუ­სე­თის ან ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ“. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ბა­ტონ­მა ბახ­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, რა­მაც პრო­ექ­ტი კვლავ ჩა­ა­ყე­ნა გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.


2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, ჰონგ კონ­გში და­ფუძ­ნე­ბულ უმ­სხვი­ლეს კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სი­ნერ­გია, და რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავ­და პრო­ექ­ტში შე­მოს­ვლას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ცქი­ტიშ­ვილ­მა მკვა­ხედ უთხრა, რომ მთავ­რო­ბას არ სურ­და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტში. ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე ქალ­ბა­ტონ­მა ცქი­ტიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა მთავ­რო­ბის აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა SSA Marine-ის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.


2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

გი­ორ­გი ვოლ­სკიმ, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კერ­მა, იც­რუა რო­დე­საც თქვა რომ ჰონგ კონ­გში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი არის „რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია“, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და, და­ემ­ცი­რე­ბი­ნა ეს კომ­პა­ნია ან გა­მო­ეწ­ვია შემ­დგო­მი დაბ­ნე­უ­ლო­ბა მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის მი­მართ.


2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

ADC-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევრთან შეხ­ვედ­რი­სას პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ „სა­კი­თხე­ბი უნდა და­ცხრეს“, მა­ნამ სა­ნამ ის შეძ­ლებს და­არ­წმუ­ნოს დიდი პო­ტენ­ცი­უ­რი ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფო მხარს უჭერს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს, რაც საბ­ჭოს წევ­რის მიერ აღ­ქმულ იქნა, რომ ეს იყო პი­რო­ბა, რომ ADC-ისა და ბა­ტონ ხა­ზა­რა­ძეს შე­ე­წყვი­ტა მთავ­რო­ბის სა­ჯა­როდ კრი­ტი­კა, ხოლო მთავ­რო­ბა ADC-ის კრი­ტი­კას შე­წყვეტ­და.ასე­ვე, იგი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და­პირ­და, რომ მთავ­რო­ბა მის­ცემ­და მას ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტო­რის­თვის „მხარ­და­ჭე­რის წე­რილს“, რაც არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ADC და­თან­ხმდა მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნას.


2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

აშშ-ის დე­ლე­გა­ცია (რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ დას­პონ­სო­რე­ბულ მე-5 ყო­ველ­წლი­ურ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე) შეხ­ვდა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ბა­ტონ ხა­ზა­რა­ძეს უთხრეს, რომ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ მათ უთხრა, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი არ იყო კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის.


2019 წლის ოქ­ტომ­ბე­რი

ფადი ას­ლიმ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­ჯდო­მა­რემ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ნა­ცხა­და მე­დი­ა­ში, რომ „არა­ვინ­გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტში, ვი­ნა­ი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს მისი გა­ნად­გუ­რე­ბა“.
ზე­მოთ თქმუ­ლი არის მხო­ლოდ ნა­წი­ლი იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად უთხრი­და ძირს პრო­ექტს და ADC-ის მიერ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ADC ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წა­რად­გენს სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვა­ში, რათა და­ა­დას­ტუ­როს რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.



bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up