“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მაია ცქიტიშვილს პასუხობს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მაია ცქიტიშვილს პასუხობს

access_time2019-07-23 16:33:13

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ პორტის პროექტში "სამწუხაროდ, პროგრესი არ ჩანს".

სად არიან და რას აკეთებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში და სადაა დღეს პორტის პროექტი, ამ კითხვით დღეს bm.ge-იმ თავად პორტის განამხორციელებელ კონსორციუმსაც მიმართა. მათ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს და მცირე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლნენ.


“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან. კონსორციუმი მიყვება სამუშაო გრაფიკს და შესაბამისად, სიახლეებს შედეგებისა და პროგრესის შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ”, - აცხადებენ კონსორციუმში.


რაც შეეხება ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას, რომელზეც “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამაც გამოთქვა ეჭვები - “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” აცხადებენ, რომ კომერციული დასაბუთების კვლევა მასტერპლანის ნაწილია, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში და რომელზეც კოსორციუმის თქმით, წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობდნენ.



კონსორციუმში აცხადებენ, რომ კომერციული კვლევის გაცემის ნებართვა მათ არ აქვთ და ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროდან უნდა გამოვითხოვოთ.


თავად ანაკლიის პორტის მასტერპლანის პირველადი ვერსია კი, მომზადებულია კომპანია ADC-ისა და მის პარტნიორ Maritime & Transport Business Solutions-ის მიერ, რომელიც ჰოლანდიური კომპანიაა და სპეციალიზებულია უშუალოდ პორტებზე.


“მასტერ პლანის პირველადი ვერსია საქართველოს მთავრობას წარედგინა 2017 წლის 31 დეკემბერს, როგორც დაგეგმილი იყო. საქართველოს მთავრობამ საკუთარი შენიშვნები მასტერპლანზე 2017 წლის 16 მარტს გადააგზავნა. დოკუმენტი აერთიანებდა როგორც სხვადასხვა მინისტრების კომენტარებს, ასევე მთავრობის კონსულტანტის Port Consultants Rotterdam (PCR)-ის კომენტარებს”, - აცხადებენ კონსორციუმში და აღნიშნავენ, რომ პირველადი კომენტარების მიღების შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა დოკუმენტის გადახედვა, საბოლოოდ კი, ის 2017 წლის ბოლოს დამტკიცდა.


BMG






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up