ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი  საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა

access_time2020-05-12 20:45:47

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი გახდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს.

 

მათი შეფასებით, საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან.

 

„პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, გამომდინარე იმ კრიზისიდან, რაც გამოწვეული იქნა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება - რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები.

 

ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 


კონსორციუმის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალაზრისით. „ლელო საქართველოსთვის“ ცნობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორი უკვე ჩართულია პროექტში და დამატებით ინტერესი გამოთქმული აქვთ რიგ მსხვილ ინვესტორებს. მათი შეფასებით, პირდაპირ და არაპირდაპირ ასევე შეიქმნება 16 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.

 

„კონცესიის განმავლობაში, კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის მხოლოდ როიალთის სახით გადასახდელი 500 მილიონ აშშ დოლარამდეა შეფასებული. გარდა ამისა, კონცესიის ვადის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს გადაეცემა, რაც ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო დიდ შემოსავლებს სახელმწიფოსთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათივე განმარტებით, ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა უაღრესად დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის.

 

„ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად, თუკი საქართველო მართლაც აპირებს სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, როგორც სატრანსპორტო ჰაბმა და ტრანზიტულმა კორიდორმა. ანაკლიის პროექტის გრძელვადიანი მხარდაჭერა და პორტის გამტარუნარიანობის ეტაპობრივი ზრდა იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიმართულებით.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, ანაკლია სითი გახდება საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიზიდულობის ცენტრი, მსოფლიო კლასის ბიზნეს და კულტურული დანიშნულების ადგილი, რომელიც საქართველოს გადააქცევს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ქვეყანად ევროპისა და აზიის გასაყარზე. ამ მიზნის მისაღწევად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია - სპეციალური ეკონომიკური ზონით, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები:
ანაკლია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up