ანაკლიაში, სოკოს ფორმის რესტორნის ასამუშავებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს

ანაკლიაში, სოკოს ფორმის რესტორნის ასამუშავებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს

person access_time2017-05-29 10:20:10

ანაკლიაში სოკოს ფორმის რესტორნის ასამუშავებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს. კაფე-რესტორნის პროექტი წინა მთავრობის დროს დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელია რესტორნის მოწყობა შეჩერებულია. დღეს კონსტრუქცია აწყობილია - დარჩენილია შენობის შემინვა და შიდა კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება.

 

როგორც ზუგდიდის გამგეობაში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს, ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და პროექტის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროში კი ადასტურებენ, რომ განმუხურში მდებარე ობიექტი მათ ბალანსზეა, თუმცა როგორც ქონების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერი ხდება, სახელწიფო ქონება ყველა განკარგვას ექვემდებარება და დაინტერესების შემთხვევაში განიხილავენ.

 

 



რაც შეეხევა კაფე-რესტორანს - შენობა მდინარე ენგურისა და ზღვის შესართავთან მდებარეობს. მისი დაფუძნებისას გათვალისწინებული იყო რთული საინჟინრო და ჰიდროლოგიური პირობები. შენობის შემომზღუდავი კედლებისთვის გამოყენებულია თანამედროვე კომპოზიციური მასალები. ირკვევა, რომ შენობა სამ ნაწილად დამზადდა ფოთის გემთმშენებელ ქარხანაში. ნაწილების ტრანსპორტირება მოხდა ბორანით და ადგილზე მონტაჟი განხორციელდა.

 


პროექტი ქართულ-გერმანულმა საპროექტო ჯგუფმა „ჯი აი პი ენ"-მა განახორციელა, სადაც აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ კაფე-რესტორნის პროექტირების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

 

 



საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up