ანაკლია, როგორც საჯილდაო ქვა – პორტის ბედი კვლავ გაურკვეველია

ანაკლია, როგორც საჯილდაო ქვა – პორტის ბედი კვლავ გაურკვეველია

access_time2019-10-27 18:00:36

2014 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, მას შემდეგ რაც მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ერთი მხრივ ხდება პროექტის „გაფეტიშება“,  ძირითადად მეინსტრიმ მედიის მხრიდან, რომელიც როგორც წესი ანაკლიის პორტის პროექტსაც ისე აფასებს და აშუქებს, რომ სიღრმისეულ ანალიზს არ ან ვერ აკეთებს, ხოლო მეორე მხრივ თავად კონსორციუმის მხრიდან ხორციელდება საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს მის განხორციელებას ხელოვნურად ბლოკავს მთავრობა და რომ თითქოს ანაკლიის პორტის არსებობა  არ არსებობაზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის მომავალი და ა.შ. განვიხილოთ, თუ რამდენად ლოგიკური და რეალურია აღნიშნული მსჯელობა.

არის თუ არა ანაკლიის პროექტი კომერციულად მიმზიდველი?

იმისათვის, რომ ნებისმიერი ბიზნეს პროექტით ინვესტორი დაინტერესდეს, პირველ რიგში ის უნდა იყოს კომერციულად მიმზიდველი, ანუ ბიზნესმენი მასში მოგების მიღების კარგ შესაძლებლობას უნდა ხედავდეს. ანაკლიის პორტი არის გადაზიდვების ბიზნესი. ამ დროს ინვესტორი მოვიდეს თუ არა შენთან ბევრ გარემოებას აანალიზებს, მათ შორის ორ ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ფაქტორს უყურებს. პირველი ეს არის ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მეორე ტვირთების არსებობა. პირველის შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დერეფანი არ არის გლობალური მნიშნელობის, არამედ ის არის რეგიონალური მასშტაბის. გლობალურად რამდენიმე ძირითადი არტერია არსებობს საზღვაო გადამზიდავი კომპანიებისთვის, ძირითადად ჩინეთიდან ამერიკის და ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამ არტერიებში ჩვენი დერეფანი საკმაოდ არამიმზიდველია, იმიტომ რომ პრობლემურია. მაგალითად აღმოსავლეთიდან ჩვენი დერეფნის გავლით ევროპაში რო ტვირთი წაიღო კასპიის ზღვა და შავი ზღვა უნდა გადაკვეთო, რაც გულისხმობს ტვირთების ჩამოცლას და დატვირთვას რამდენიმე წერტილში, რაც ტარიფებს საგრძნობლად აძვირებს და გადაზიდვის პროცესებს ართულებს, შესაბამისად არამიმზიდველს ხდის ამ მარშუტს.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ანუ ტვირთების არსებობას, ესეც ჩვენს შემთხვევაში ძალიან პრობლემური საკითხია. ტვირთებმა უნდა უზრუნველყოს პორტის შემოსავლები, თუმცა იქნება თუ არა საკმარისი რაოდენობის ტვირთები იმისათვის, რომ პორტი კომერციულად მიმზიდველი იყოს, სწორედ აქ იბადება კითხვები. ის ფაქტი, რომ დღემდე კონსორციუმმა ინვესტორები ვერ მონახა, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროექტი კომერციულად არამიმზიდველია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის თანხები გამოყო პროექტის მხარდასაჭერად, ხოლო როდესაც სახელმწიფო არის პროექტის თანარეალიზატორი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციით, უცხოელი ინვესტორისთვის ნდობის ფაქტორი წესით მოხსნილია და უფრო იოლად ღებულობს გადაწყვეტილებას პროექტში ინვესტირებასთან დაკავშირებით. თუმცა ანაკლიის პორტის შემთხვევაში არც მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერამ გაამართლა და ინვესტორები მაინც არ ჩანან. ბუნებრივად იბადება კითხვები და ამ კითხვებზე პასუხებს მივყავართ არასაკმარის ტვირთებთან. სწორედ ამიტომ ითხოვდა კონსორციუმი სახელმწიფოს მხრიდან კომერციული ტვირთების დაზღვევას და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფას, რაზეც სახელმწიფომ უარი განაცხადა და ცხადია სწორად მოიქცა. თუკი ისეთი ფაქტორები ხელს გიწყობს, როგორიცაა გეოგრაფიული, ეკონომიკური და კონიუნქტურული, რაც ამ ბიზნესისთვის წარმატების მომტანია, მაშინ სახელმწიფოსგან არ მოითხოვ კომერციული რისკების დაზღვევას.

გარდა ამისა, ჩვენს ირგვლივ ინფრასტრუქტურა ვითარდება და კონკურენცია იზრდება. მაგალითად რუსეთის უზაზრმაზარი ნავთობის პორტი ტამანში, რომლითაც რუსეთი ცდილობს მისსავე ტვირთებს თავისივე პორტებით მოემსახუროს. ირანის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. თუ ირანს მოეხსნა ეკონომიკური სანქციები, ჩვენს დერეფანში გამავალ ტვირთებს მალევე ვკარგავთ და შესაბამისად ტვირთნაკადი მცირდება.

რა როლი აქვს სახელმწიფოს?


სახელმწიფომ ანაკლიის პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა. მან აიღო ვალდებულება, რომ კონსორციუმს გადასცემდა მშენებლობისთვის საჭირო მიწას საკუთრებაში, მიიყვანდა საგზაო და სარკინოგზო ინფრასტრუქტურას პორტამდე და საპარტნიორო ფონდის მეშვეობით მისცემდა 100 მილიონი დოლარის გრძელვადიან სესხს.

2016 წლიდან დღემდე  საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესულია 40-ზე მეტი ცვლილება, რაზეც გაფორმებულია 11 შეთანხმება. ცვლილებები ითვალისწინებდა ინვესტორის მიერ დაფინანსების მოპოვების, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების, პორტის ოპერატორის შერჩევის და სხვა ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას. ყველა ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა დაახლოებით 11 მილიონი დოლარი  პირგასამტეხლო, კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დრო კი 6-ჯერ გადავადდა.

შესაბამისად ვხედავთ, რომ პრობლემა არა სახელმწიფოში, არამედ თავად კონსორციუმის ხელმძღვანელობაში და აგრეთვე პროექტის კომერციული ინტერესის არქონაშია.

ხომ არ გვეფიქრა ფოთის პორტზე? 

ფოთში უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს საზღვაო ინდუსტრიაში მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია „მაერსკი“, რომელიც არის დანიური წარმოშობის კომპანია. ის ფაქტი, რომ დანიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 60,692$-ს შეადგენს და მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა, მეტწილად სწორედ ამ კომპანიის დამსახურებას მიაწერენ. ასეთი მასშტაბის კომპანია ოპერირებს ფოთში უკვე მრავალი წელია და ის ეუბნება საქართველოს მთავრობას, მომეცით ნებართვა და ავაშენებ ისეთ საპორტო ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს მინიმუმ შემდეგი ასი წელი მოემსახურება. რთული წარმოსადგენი არაა თუ რამხელა კეთილდღეობა მოყვება ადგილობრივი ფოთელების და მლიანად ეკონომიკისთვის, თუ ამ მასშტაბის კომპანიას ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას მივცემთ. მაგრამ ჯერ ანაკლიის პორტისთვის ვეძებთ ინვესტორებს.

შოთა გულბანი


BFM

თეგები:
ანაკლია



როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up