ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

access_time2019-02-16 18:10:24

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.


კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული, კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.


რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი - ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.



ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება.


სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს ,,ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.






ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up