„ანაკლია არ იყო მხოლოდ პროექტი, ეს იქნებოდა ქალაქი, სადაც 30 ათას ადამიანამდე დასაქმდებოდა, მისი გაჩერებით ბედნიერი მხოლოდ რუსეთია“ - ლევან კობერიძე

„ანაკლია არ იყო მხოლოდ პროექტი, ეს იქნებოდა ქალაქი, სადაც 30 ათას ადამიანამდე დასაქმდებოდა, მისი გაჩერებით ბედნიერი მხოლოდ რუსეთია“ - ლევან კობერიძე

access_time2020-10-14 10:00:53

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემებზე საუბრობს, მისი თქმით, ხელისუფლება არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, ამიტომ ახალი ბიუჯეტიც შესაბამისად, არ პასუხობს ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს.


„ბიუჯეტი არ ასახავს ხედვას, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან. ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად უნდა მსჯელობდეს ამ საკითხებზე, თუმცა მას ეს უნარი არ გააჩნია. ის, ოპოზიციას და საზოგადოებას კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ელაპარაკება უკვე. რეალურად ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სიახლეები, ის, თუ როგორ უყურებს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს. მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, მთლიანად იცვლება ეკონომიკის სტრუქტურა, სწორედ ამ საკითხებზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა, თუ რა მიმართულებით ვაკეთებთ 2021 წლიდან აქცენტს და როგორ აისახება ეს ყოველივე დასაქმებულები შემოსავლებზე. ბიუჯეტში არა ეკონომიკური გათვლები, არამედ ბუღალტერიაა მოცემული,“- აცხადებს ლევან კობერიძე.


მისი თქმით, საგარეო ვალით შემოსულ თანხა ბიუჯეტში არამიზნობრივად არის გაწერილი და იმის ნაცვლად,რომ საგარეო ვალი იხარჯებოდეს პროგრამებში, ვხედავთ წინასაარჩევნო დაპირებების კასკადს.



„ამ ბიუჯეტშია ის თანხა, რაც ქვეყანამ და არა მთავრობამ, აიღო ვალად და რაც რეალურად, თითოეული ჩვენგანის გადასახადია. კარგია, რომ ვალი მოგვცეს და ეს ჩვენი, ყველას წარმატებაა და იმ ყველაფრის, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გაკეთდა, ეს წარმატებები მხოლოდ ამ მთავრობას არ ეკუთვნის. მაგრამ ხდება საგარეო ვალის ფლანგვა და როცა კოალიციური მთავრობა მოვა და პარლამენტში მოვხვდები, აღნიშნული საკითხი აუცილებლად დაისმევა დღის წესრიგში. ახლა ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს ბიუჯეტის ძარცვასთან,“- ამბობს ლევან კობერიძე.


„იცით, რა იქნებოდა სწორი? პოზიცია და ოპოზიცია ერთად რომ ვისხდეთ, ჩვენ ჩვენი ბიუჯეტი გვქონდეს წარდგენილი და მასზე მსჯელობის საშუალება გვქონდეს. ბიუჯეტზე მსჯელობა მხოლოდ ციფრების კრიტიკა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი,რომელიც უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. ბიუჯეტში ერთი დიდი პროექტიც კი არ არის ასახული, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს,“- აცხადებს კობერიძე და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების მოქმედებებს აკრიტიკებს.


„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არანაირი გათვლა არ არსებობს, ეს იყო არა ერთი ადამიანის, ან ჯგუფის, არამედ საქვეყნო პროქტი, კარგი- ის ინვესტორი არ მოეწონათ, მაგრამ არც ახლების მოზიდვას არ ცდილობენ. ყველამ კარგად დავინახეთ, რაც გააკეთეს, ხელოვნურად გააჩერეს ეს პროექტი. ამ პროცესით ბედნიერი მხოლოდ რუსეთია. ანაკლია არ იყო მხოლოდ პროექტი, ეს იქნებოდა ქალაქი, სადაც 30 ათას ადამიანამდე დასაქმდებოდა გურიიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან ხალხი გადმოვიდოდა. ჩვენ გვეკითხებოდნენ აქტიურად ამ პროექტისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ამ ხელისუფლებამ კი ეს პროექტი მოკლა და გააჩერა,“- აცხადებს ლევან კობერიძე და გადაცემის ბოლოს პარტიის „ლელო საქართველოს“ გეგმებზე საუბრობს და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.


„განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ლელო საქართველოსთვის არის პარტია,რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, სადაც დარგების და მიმართულებების მიხედვით გვაქვს გაწერილი ზუსტად ნაბიჯები შემდეგი წლების განმავლობაში. დაწყებული იმით, თუ როგორ უნდა შეიქმნას საშუალო ფენა ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობისთვისა და თითოეული ჩვენგანისთვის, დამთავრებული სოფლის მეურნეობის დარგით. აუცილებლად საჭიროა ცვლილებები 2020 წელს და მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ არ დავრჩეთ სახლში, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, პირბადეებით, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე,“- ამბობს ლევან კობერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up