ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ანაგი დეველოპმენტი“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მოწოდებას კერძო სექტორის მიმართ და სრულად იზიარებს მოქალაქეობრივ და სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა.
„ანაგი ჯგუფმა“ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად 300 000 ლარი გადარიცხა საგანგებოდ შექმნილ "StopCov ფონდი"-ს ანგარიშზე. “ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ ამ უდიდეს გამოწვევას და ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ - აცხადებენ კომპანიაში.
„ანაგი დეველოპმენტი" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც მისი მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ. როგორც კომპანიაში განმარტავენ.