„ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს,  ერთი კომპანია უნდა იყოს  პასუხისმგებელი როგორც დაპროექტებაზე, ისე მის მშენებლობაზე “ -  ანა საბახტარაშვილი

„ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, ერთი კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი როგორც დაპროექტებაზე, ისე მის მშენებლობაზე “ - ანა საბახტარაშვილი

access_time2019-10-10 10:00:13

რამდენიმე დღის წინ,დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  გზების მშენებელი კომპანიები გაჭიანურებული სამუშაოების გამო გააკრიტიკა. “დაიბარეთ ორივე კომპანია („ენსისი“ და „ინშაათ საქართველო“) და ბოლო გაფრთხილება მიეცით, ბოლო-ბოლო ჩამოვიყვანთ უცხოელებს და ვანახებთ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”,- განაცხადა კალაძემ.


„კომერსანტი“ არაერთხელ წერდა იმ პრობლემებზე, რის გამოც კომპანიებს პროექტების დასრულება უჭიანურდებათ. დარგის სპეციალისტების განცხადებით, რა თქმა უნდა, არსებობენ  არაკეთილსინდისიერი კომპანიებიც, ვინც ფულს იღებს და სამუშაოებს ვერ ასრულებს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს არაპროფიონალიზმი  კომპანიებზე ტყდება ჯოხი. კერძოდ, უმრავლეს შემთხვევაში, პროექტი  არასწორად და არაპროფესიონალურადაა შედგენილი. შესაბამისად, მერია ან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვალდებულია, რომ  კერძო კომპანიის მხრიდან შედგენილ პროექტს მონიტორინგი გაუწიოს,   გადაამოწმოს.


კერძო კომპანიები ერთ-ერთ პრობლემად, სახლემწიფოს მხრიდან დაგვიანებულ ჩარიცხვებსაც  ასახელებენ. 


„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ დირექტორი  ანა საბახტარიშვილი  განმარტავს, რომ დაგვიანებულ პროექტებს ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს.მათ შორისაა, ისეთი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სისტემის არ არსებობა, რომელიც ერთ კომპანიას დაავალდებულებს როგორც პროექტირებას, ისე მშენებლობას და მოვლა-შენახვას. საუბარია, ეგრეთ წოდებულ Design Build-ის (პროექტირება-მშენებლობა)  და Design Build Maintain-ის (პროექტირება -მშენებლობა-მოვლა/შენახვა) ტიპის შესყიდვაზე.


როგორც საბახტარიშვილი აცხადებს, ხშირად, სამშენებლო კომპანიას ექმნება რეპუტაციული პრობლემა, რეალურად, კი  საპროექტო სამუშოებია არასწორად შესრულებული.



„საპროექტომ პროექტი ჩააბარა, მერე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშოებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ  საპროექტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა. მაშინ, როდესაც მისი არასწორად და არასრულად შესრულებული საქმე თავს იჩენს უკვე სამშენებლო სამუშოების შესრულებაში. ამ პრობლემაზე ინტენსიურად საუბრობენ სამშენებლო კომპანიებიც. სამთავრობო დაწესებულებებს ხშირად სთხოვენ პროექტირებისას მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებას,“ აცხადებს საბახტარიშვილი.


მისივე განცხადებით, პროექტების გაჭიანურების მიზეზი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან პროექტში ცვლილებებიც ხდება ხოლმე.  მაგალითად, ხშირად ჩნდება ისეთი გარემოება, რომელიც პროექტის შეცვლას განაპირობებს. ასეთ დროს კი სამშენებლო სამუშაოები აუცილებლად უნდა შეჩერდეს.


„საბოლოო ჯამში, მშენებელი ჯარიმდება, რადგან სამუშაოებს თავისი ვადა აქვს და დროში გადაცდენა ჯარიმებს ითვალისწინებს. ხშირად უფრო მკაცრ ზომებზეც არის ხოლმე საუბარი, როგორიცაა მაგალითად, ხელშეკრულების გაწყვეტა“-აღნიშნავს საბახტარიშვილი.


„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ დირექტორი აუცილებლად თვლის ისეთი სისტემის შემოღებას, როდესაც  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, ერთი კომპანია იქნება  პასუხისმგებელი როგორც დაპროექტებაზე, ისე მის მშენებლობაზე. სამომავლოდ კი, შეიძლება ამ სისტემას, პროექტის მოვლა-შენახვის კომპონენტიც დაემატოს.  მისი განცხადებით, ეს არის კლასიკური გამოსავალი, რომელსაც მთელს მსოფლიოში იყენებენ.


მისივე განცხადებით, პრობლემას ქმნის ბოლო პერიოდში გაჭიანურებული ლარის კურსიც,რადგან მასალების უდიდესი ნაწილი, რომლის შეძენაც კომპანიებს უწევს, იმპორტირებულია. შესაბამისად, მათი ფასები დოლარის ექვივალენტია ლარში, ამის გამო კომპანიებს სამშენებლო მასალები უძვირდებათ. საბახტარაშვილის განცხადებით, ხშრად პროექტის შემუშავება ხდება ერთი კურსით, ხოლო როდესაც მშენებლობა იწყება, სხვა კურსია, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ასეთ ტენდერებშ მონაწილეობას არ იღებენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ხარისხზე არიან ოერიენტიებულნი.


„ასეთი ტიპის ტენდერებში არასწორი ფაწარმოქმნაა. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში არასტაბილური კურსია , უნდა მოხდეს ფასწარმოქმნის გადახედვა და ხელშეკრულებაში აუცილებლად განსაზღვრული უნდა იყოს კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ანაზღაურება და დამატებითი თანხა“-აღნიშნავს საბახტარიშვილი.

 

სოფო ქსოვრელი 





„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up