ანა ნაცვლიშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით ნაწილში ცვლილება არჩევნების საერთო სურათზე არსებით გავლენას ვერ ახდენს

ანა ნაცვლიშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით ნაწილში ცვლილება არჩევნების საერთო სურათზე არსებით გავლენას ვერ ახდენს

access_time2020-12-25 23:00:00

დირექტორთან დაკავშირებული საკითხი არის ორგანიზაციის გადასაწყვეტი და ასე გადაწყვიტა გამგეობამ. არ ვაპირებ, შევაფასო შიდა ორგანიზაციული საკითხი. რაც შეეხება კვლევებსა და იმ კორექტირებებს, რომლებიც თავად „ისფედმა“ მოახდინა თავისი დასკვნის ნაწილში, ეს ცვლილება არსებით გავლენას ვერ ახდენს არჩევნების საერთო სურათზე და ამას არც თავად ორგანიზაცია უარყოფს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები არ შეცვლილა, რადგან ბოიკოტი ერთ რომელიმე წყაროზე დაყრდნობით არ გამოუცხადებიათ, არამედ პირველ რიგში, იმ ფაქტებსა და ტენდენციებს ეყრდნობიან, რაც საკუთარი თვალით იხილეს და შემდეგ გაანალიზეს.


„არასდროს არ უთქვამს „ისფედს“ და არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ამ არჩევნებზე არ ყოფილა მოსყიდვა, იძულება, ძალადობა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მეტობა და ნაკლებობა ბიულეტინების, რიგ შემთხვევაში, კარუსელს ადასტურებს. არავის არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, ცვლილება არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით არ არის არც „ისფედის“ და რომელიმე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ერთიანი და საერთო სურათი, რომ ეს არჩევნები არის გაყალებებით და ყველა წესის დაღვევით ჩატარებული- ამ სურათს ვერ ცვლის „ისფედის“ მიერ დაკორექტირებული ხარვეზი.


რაც შეეხება განცხადებებს, რომ ამან ოპოზიციის გეგმები თავიდან ან ბოლოში შეცვალა, ვფიქრობ, ეს არის ძალიან უხერხემლო მიდგომა, რადგან თუ ვინმემ ბოიკოტი გამოაცხადა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით და თვითონ თავისი ანალიზი არ გააკეთა, თავის დამკვირვებლებს, თავის ლიდერებს არ დაეყრდნო, თავის მხივ, ეს მათი პარტიული შეცდომაა. ჩვენ როდესაც ვთქვით პარლამენტში არ შევდივართ ამ განცხადების მოფიქრებისას პირველ რიგში, ვეყრდნობოდით იმ ფაქტებსა და ტენდენციებს, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი გონებით გავაანალიზეთ. ასევე, ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციიის კვლევას.


რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კომენტარებს და მათი მხრიდან „ისფედის“ და მისი ერთი კვლევის მიმართ გამოჩენილ ცალსახად არაჯანსაღ ინტერესს. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ასეთი გულდასმით და ინტერესით გაეცნონ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე ფაქტებზე მიუთითებენ. ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვისაც.


„ქართულმა ოცნებამ“ იმ ფართოდ გავრცელებულ ეჭვებს გასცეს პასუხი, როგორ გახდა მისთვის ხელმისაწვდომი შიდა ორგანიზაციული ინფირმაცია, ვიდრე ირგანიზაცია ამ ყველაფერზე ისაუბრებდა. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს. ვიდრე ამ კითხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ აქვს გაცემული დამაჯერებელი პასუხი, ის არის ეჭვმიტანელი ძალიან საჩოთირო ამბავში. ეს შეიძლება იყოს უკანონო მოსმენა, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა და ა.შ.



კიდევ ერთხელ ვიტყვი, „ისფედის დასკვნასთან მიმართებით საერთო სურათი, რომ არჩევნები არის ჩატარებული უამრავი სერიოზული დარღვევით, ეს ფაქტები სადმე გაქრა? ეს არის მთავრი სურათი და არა ამ სურათის ცალკეული შემადგენელი ხარვეზები, რომლებიც არ არის ნამდვულად სასიამოვნო, მით უმეტეს ჩემთვის, რიმელიც ამ ორგანიზაციას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ. მთავარი არის გაყალბებული არჩევნები და რაც არ უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“ და ალტერნატიული რეალობა შექმნას, ამაში ვერ დააჯერებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რადგან ისეც არ ბნელა, როგორც მათ უნდათ, რომ ბნელოდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.


როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.


ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.


ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.


1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up