ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს - ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას!

ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს - ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას!

access_time2021-12-01 17:40:00

ძალიან აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როდესაც თქვენ განათლების მინისტრი ხართ იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილის ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.


ამასთან, ნაცვლიშვილმა დაასახელა სკოლებთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის დავით სარალიძის მკვლელობა და მინისტრს მიმართა კითხვით, რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.


„იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, დატოვოს სკოლის სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას. კონკრეტული კითხვა მაქვს - რა გააკეთეთ და რას აკეთებთ ბოლო წლებში იმ სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლის სისტემას უკავშირდება. არ ხართ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მაგრამ ეს საქმეები სკოლას უკავშირდება. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძის და დათუნა სარალიძის საქმეები. თქვენ, სკოლამ, რა გააკეთეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიპასუხებთ იმას, რაც თქვენი სისტემიდან უკვე გაჟღერდა - სარალიძის მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდაო,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up