ანა ნაცვლიშვილი: ეს არ არის პროგრამა, არამედ საბჭოთა გეგმა-სადღეგრძელო: გპირდებით ყველაფერს, შევასრულებთ არაფერს

ანა ნაცვლიშვილი: ეს არ არის პროგრამა, არამედ საბჭოთა გეგმა-სადღეგრძელო: გპირდებით ყველაფერს, შევასრულებთ არაფერს

access_time2020-12-24 19:00:00

დღეს „ლელოს“ ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და მთავრობის პროგრამა შეაჯამეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ლელო“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არ არის პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ეს არის საბჭოთა სტილის გეგმა-სადღეგრძელო: გპირდებით ყველაფერს, შევასრულებთ არაფერს;

მისივე განცხადებით, ამ პროგრამით მოქალაქე მთავრობას ვერც კონკრეტულ შედეგებს მოსთხოვს, ვერც პასუხს შედეგების ვერ მიღწევისთვის.

„ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობისა და პარლამენტარების საქმიანობის კონტროლსა და მხილებას გააგრძელებენ, სწორედ ამიტომ მთავრობის წევრებს კომფორტში ყოფნის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

„პარლამენტარები რომ თავის ადგილზე იდგნენ, მთავრობაც ვერც კი უნდა ბედავდეს ასეთი მოუმზადებელი და არაფრისმთქმელი პროგრამით მისვლას, მაგრამ როგორი მინისტრობის კანდიდატებიც არიან, როგორი დეპუტატებიც ელოდებიან, ის პროგრამაცაა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და მთავრობის მიერ წარდგენილი პროგრამა შეაჯამა.

„პროგრამა აღიარებს რომ ქვეყანას უჭირს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ უჭირს მხოლოდ მოქალაქეს, არა ხელისუფლებას. გახსოვთ, რომ ლელოს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, თუმცა „ქართული ოცნების პროგრამაში ამას ვერ ვხედავთ, პირიქით: 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილია წინა წელთან შედარებით 500 მილიონი ლარით, ეს ზრდა მიმართულია სახელმწიფო ტენდერებში, რომელიც კორუფციის წყაროს წარმოადგენს დიდი ხანია, და შრომის ანაზღაურებაში.
კითხვაზე გვექნება თუ არა უცხოური ინვესტიციები, პროგრამაში პასუხი არის - არა, რადგან ოცნების ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ. შედეგიც სახეზეა, 2020 წლის მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 24 %-ით შემცირდა წინა წლის, ისედაც დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიქნება სამუშაო ადგილები, არ განხორციელდება ქვეყნისთვის საჭირო პროექტები.
გეგმის მიხედვით, საბანკო სესხები, ამ პროგრამის მიხედვით ისე პრობლემად დარჩება. გახსოვთ რომ ლელოს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს უნდა აეღო ამ თემაზე პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკისა და კერძო ბანკების ერთად უნდა დამსხდარიყვნენ რომ მოქალაქეებს პანდემიით გამოწვეული სიმძიმეების გათვალისწინებით, სესხებზე რეალური შეღავათები მიეღოთ. ჩვენ ვთავაზობდით რეალურ პაკეტს, რომ მოქალაქეთა ტვირთი შემსუბუქებულიყო. ჩვენ ვთავაზობდით სესხების რეფინანსირების სისტემური მოგვარების გზას, რათა გარანტირებულად ჰქონოდა თითოეულ მოქალაქეს საბანკო სესხის გადავადების შესაძლებლობა, როგორც ეს მოხდა უამრავ ქვეყანაში. ოცნებამ სახელმწიფო დონეზე არაფერი გააკეთეთ ამისთვის და ეს პროცესი მთლიანად ბანკების კეთილ ნებაზეა დღეს დამყარებული. გასულ წელს საქართველოში გაუარესდა თითქმის ყველა ანტიკორუფციული მაჩვენებელი, რომლებიც საერთაშორისო ინდექსებში აისახა; ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ სამთავრობო პროგრამაში არ არის ნახსენები არც ერთი ღონისძიება, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის საჭირო. ცინიზმია, რომ სამთავრობო პროგრამა შემოიფარგლება მსგავსი ფრაზებით „ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება კორუფციულ დანაშაულებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე“. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 5 წლის მინიმუმზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არათუ ანგარიშს არ აბარებს მოქალაქეებს იმაზე თუ რას აკეთებს, რა შედეგებს დებს, როგორ ხარჯავს მათ ფულს, არამედ ინფორმაციასაც კი არ აწვდის ამ ყველაფრის შესახებ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯი 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. ვიცით, რომ ხშირად ბიუროკრატიული აპარატი პარტ.აქტივის დასაქმების სფეროა, და ეს ტვირთი ხშირად პროფესიონალი და კომპეტენტური საჯარო მოხელეების ზურგზე გადადის. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე და რეალურ დეცენტრალიზაციაზე პროგრამაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ინიციატივა,“-განმარტა ნაცვლიშვილმა.


მისივე თქმით, პროგრამა, იმ ნაწილებში როგორიცაა ძალოვანი უწყებები, პროკურატურა, სასამართლო - კრიტიკასაც ვერ უძლებს

„საერთოდ არ გვხვდება ახალი ამბიციური ხედვა საქართველოს რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში დასაბრუნებლად, ან პროაქტიური საგარეო პოლიტიკის შექმნის სურვილი, რომელსაც ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს.
საგარეო სამოქმედო გეგმაშიც, ჩვენ ვისმენთ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მოლაპარაკების ახალი ფორმატები, რეგიონში განვითარებული ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების პასუხად, მაგრამ ვერ ვისმენთ, თუ კონკრეტულად რა ტიპის ფორმატებზეა საუბარი. მსგავსი ბუნდოვანება ბადებს სერიოზულ კითხვებს, მითუმეტეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული არაერთგვაროვანი განცხადებების ფონზე კავკასიის საერთო ფორმატის თაობაზე.
და ბოლოს, ის რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია მშვიდად იყოს. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, „ლელო“ განახორციელებს მთავრობის და პარლამენტარების საქმიანობის კონტროლს და მხილებას, ნუ ექნებათ კომფორტში ყოფნის მოლოდინი,“- აცხადებს ნაცვლიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up