“ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული რძე კი არა, მარსიდანაც ჩამოიტანენ და ალბათ, ქორბუდასაც მოწველიან იმ მდგომარეობაში ჩავარდება”, – ამის შესახებ “ქართული რძის ფედერაციის” მიერ გამართულ შეხვედრაზე, ყველის გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა.
“ხელისუფლებას სჭირდება დაფიქრება. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რითი დაეხმაროს ქართულ მესაქონლეობას. ამ ეტაპზე მესაქონლეობა რა მდგომარეობაშიცაა საქართველოში, თუ ასე დარჩება, ჩათვალეთ ირანული რძე კი არა, მარსიდანაც ჩამოიტანენ და ალბათ, ქორბუდასაც მოწველიან იმ მდგომარეობაში ჩავარდება. ამიტომ, დროა და ძირითადად, ვისაც ეს გვეხება – სამ მოთამაშეს: სახელმწიფოს, მეწარმეს და მომხმარებელს, დავირაზმოთ და რამე ერთობლივი, სერიოზული პროგრამა დაიწეროს, რაც ქართულ მესაქონლეობას და რძის მოპოვებას გადაარჩენს”, – განაცხადა “ყველის გილდიის” თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
შეხვედრა რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ირანული რძის საქართველოში იმპორტის საკითხებს ეხებოდა.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“